პოლიტიკა
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მხარეებს შორის არის შეთანხმება, რომ ხშირად გაიმართოს შეხვედრები. ამ პირობას ორივე მხარე ასრულებს. „ზუსტად იმისთვის, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებში არ იყოს არავითარი პრობლემატური საკითხი, ხშირად ვხვდებით მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა ედვარდ ნალბადიანი“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ორ სახელმწიფოს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი ურთიერთობები, როგორიც ახლაა.