პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „ოპოზიციურ „ექვსიანს“ ბრძოლის გაგრძელების მორალური და პოლიტიკური უფლება აქვს“

burjanadze_nino9პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ხელისუფლებამ „რვიანისთვის“ გაკეთებული შეთავაზებებით თავისი რეალური სახე კიდევ ერთხელ გამოავლინა; მისი რეალური სახე კი ისაა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა და დიალოგი შეუძლებელია და მხოლოდ გარიგებაა მისაღები“.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი „რვიანში“ შემავალი ექვსი პარტიის მიერ ხელისუფლების შეთავაზებაზე უარის თქმას პოზიტიურად აფასებს და ფიქრობს, რომ დანარჩენმა ორმა პარტიამ ხელისუფლებასთან გარიგება პარლამენტში მოხვედრის მიზნით აწარმოა“.

„საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით „რვიანში“ შემავალ პარტიებთან მოლაპარაკებები ხელისუფლებას მხოლოდ დროის გაყვანისა და დასავლეთის თვალში იმიჯისთვის სჭირდებოდა. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიღწევა ქვეყანაში მედიის, სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი მუშაობით შეიძლება. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლებისგან რაიმე დათმობის მიღწევა მხოლოდ ხალხის ზეწოლის შედეგად შეიძლება, რასაც „სახალხო კრება“ ახორციელებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.