აქტუალური
სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგია

saqstati4საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქსტატმა მოამზადა სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგია (პროექტი) საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე მსოფლიო ბანკის სატრასტო ფონდის მხარდაჭერით, რომელიც მოიცავს 2011-2014 წლებს. სტრატეგია შედგება რამდენიმე ნაწილისგან: სტატისტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასება, ძირითადი გამოწვევები და პრიორიტეტებზე დაფუძნებული დეტალური სამუშაო პროგრამა.

ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს აღნიშნულ მასალას და გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. საქსტატი შეძლებისდაგვარად გაიზიარებს მომხმარებელთა წინადადებებს და დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს ყველა დაინტერესებულ პირთან.