საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5046 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7661 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7618 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.