საქსტატი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2011 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წლის პირველ კვარტალში 174 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2,3-ჯერ აღემატება 2010 წლის და 1,5-ჯერ 2009 წლის შესაბამისი პერიოდების მონაცემებს.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პროცენტული სტრუქტურა 2011 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით სექტორულ დიაგრამაზე ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე კვიპროსი იმყოფება 24 პროცენტით, მეორეზე – გაერთიანებული სამეფო 17 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ნიდერლანდები 15 პროცენტით.
ამასთან, 2010 და 2011 წლის პირველი კვარტლის მონაცემები წინასწარია და ექვემდებარება დაზუსტებას წლიური სტატისტიკური გამოკვლევის მასალების დამუშავების შემდეგ.
2010 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2011 წლის 15 აგვისტოს.