100 შეკითხვა „ქართულ ოცნებას“
არის შეკითხვების დასმის დრო და დრო შეკითხვებზე პასუხის გაცემის. ან - მათზე პასუხისმგებლობის, როცა საქმე ხელისუფლებას ეხება და ახლა - სწორედ ასეთი დროა. მაგალითად, გაუგებარია, რატომ კარგავს დღეს საქართველოს ხელისუფლება ძვირფას დროს რადიკალურ ოპოზიციასთან კინკლაობაში - რომელი მათგანი უფრო „პროდასავლურია“ - რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ნაცვლად? რა უშლის ხელს საქართველოს დაასრულოს 15-წლიანი პაუზა და აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები უახლოეს მეზობელთან, რაც, ადრე თუ გვიან, გარდაუვალია? რატომ ვუშვებთ ხელსაყრელ მომენტს, როდესაც რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების საკითხს და მადლიერია საქართველოს ხელმძღვანელობისა, უკრაინის კონფლიქტში ჩაურევლობისთვის? ნუთუ გაუგებარია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ბევრ ქვეყანასთან რუსეთის ურთიერთობის ალგორითმი შეიცვლება და საქართველო შეიძლება „საერთო რიგში ჩააყენონ“? აქამდე რუსეთს პირდაპირ არ უსაყვედურია საქართველოსთვის უკრაინაში ქართველი დაქირავებულების გამო, მაგრამ განა საჭიროებისამებრ არ გაახსენებს, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი უცხოური კონტინგენტი იმ ომში სწორედ რომ „ქართული ლეგიონი“ იყო?
იმაზე, თუ რა უნდა შეერთებულ შტატებს საქართველოსგან, წინა პუბლიკაციაში ეწერა - ტერიტორია, ნატოს სამხედრო საზღვაო ბაზები ანაკლიასა და ბათუმში, რეგიონალური პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ რა უნდა საქართველოს? რუსეთი რომ არ შესულიყო უკრაინაში, იქ აშშ შევიდოდა - ყირიმსა და ოდესაში ნატოს სამხედრო საზღვაო ბაზების გასახსნელად, მაშ, რატომ აგრძელებს საქართველოს ხელისულება უაზრო დიალოგს ნატოსთან, რაც რუსეთს საბაბს აძლევს - საქართველოშიც დასწრებაზე შევიდეს? რადიკალური ოპოზიციაც კი უკვე არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ალიანსისკენ წინსვლის შენელებაში, რადგან საქართველოს ნატოში გაწევრებას დიდი ხანია წერტილი დაესვა; მაგრამ რატომ არ აღიარა საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე, რომ საქართველომ 15 წლის განმავლობაში უაზროდ კარგავდა დროს და ასობით საუკეთესო ჯარისკაცს, მოკლულსა და დაჭრილს, ერაყსა და ავღანეთში? რომ საქართველო გამოიყენეს და მიაგდეს - ნატოში არ მიიღეს, თუმცა ქართული კონტინგენტი ერაყსა და ავღანეთში, როგორც დღეს - უკრაინაში, ყველაზე მრავალრიცხოვანი უცხოური კონტინგენტი იყო? ნატო, აშშ-ის მეთაურობით, სამარცხვინოდ გაიქცა ავღანეთიდან კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებული თალიბებისგან - განა შეუძლია ან სურს ნატოს ომით დაგვიბრუნოს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბირთვული ზესახელმწიფო - რუსეთისგან? ევროატლანტიკური ალიანსი სასტიკად დამარცხდა სირიაშიც, შეერთებული შტატების მიერვე შექმნილ ისლამურ სახელმწიფოსთან, რომელიც რუსეთმა გაანადგურა: ამის გამო ხომ არ შემოიფარგლნენ აშშ/ნატო უკრაინისთვის დახმარების გაწევით მხოლოდ იარაღითა და ფულით - ჯარისკაცების გარეშე? იარაღი და ფული შეერთებულ შტატებს საქართველოსთვისაც მიუცია, მაგრამ, ასჯერ მეტიც რომ მიეცა, როგორც უკრაინას, განა ეს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა?
გასულ კვირას სახელისუფლებო პარტია „ქართულ ოცნებას“ 11 წელი შეუსრულდა და მისი მთავარი დამსახურებაა ის, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველოს არ უომია და ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეები არ დაუტერორებია, როგორც ექს-მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“; მაგრამ რატომ უწოდებს კვლავაც „ქართული ოცნება“ აშშ-სა და ევროკავშირს „სტრატეგიულ პარტნიორებს“, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის შემდეგ მათ არ დაუწესებიათ რუსეთისთვის არც ერთი სანქცია „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისთვის“, როგორც შემდგომ დააწესეს ათასობით სანქცია „ყირიმისა და დონბასის ოკუპაციისთვის“? და ამას ჰქვია „სტრატეგიული პარტნიორობა“?! აშშ და ევროპა ღიად ცდილობენ დაამხონ "ქართული ოცნების" ხელისუფლება - იმის გამო, რომ მან უარი თქვა რუსეთთან ომზე: როგორ შეუძლიათ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს სწყუროდეთ ქართველების სისხლი, რომლებიც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოველწლიურად მცირდებიან? და რატომ აგრძელებს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ტერმინი „ოკუპაციის“ საჭიროების გარეშე გამოყენებას, როცა რუსეთის სტატუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სხვაა?
რატომ გაუგზავნა საქართველომ, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სოციალურად გაჭირვებულია, ასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში, რომელიც თავად ქართველ ხალხს ძალიან სჭირდება? რატომ შეიფარა საქართველომ უკრაინელი ლტოლვილები და ზრუნავს მათ შვილებზე, ხოლო „მოძმე“ უკრაინა მუდმივად შეურაცხყოფს საქართველოს იმის გამო, რომ არ გახსნა „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ? იმის გამო, რომ არ აგზავნის თვითმფრინავებით დაქირავებულ მკვლელებს და არ სჩუქნის აშშ-სგან ქართული ჯარისთვის ასობით მილიონი დოლარით შეძენილ „ჯაველინებს“? იმის გამო, რომ სააკაშვილი დააპატიმრა? ან რატომ უწოდებს კვლავაც უმრავლესობის ზოგიერთი პარლამენტარი და თანამდებობისთვის შეუფერებელი მინისტრი რუსეთს „მტერს“ და არც ერთხელ - უკრაინას, რომელიც ღიად იმუქრება საქართველოში დესანტის გადმოსმით ჩვენი მთავრობის დამხობის მიზნით? რატომ არიან ზელენსკი და უკრაინელი ნაცისტი ბანდერელები „გმირები“ თვით საქართველოს პრეზიდენტისთვისაც, რატომ იმეორებს ყველა ქართული ტელეარხი კიევის პროპაგანდას და უკრაინის შეიარაღებული ძალების ფეიქებს საბრძოლო მოქმედებების თეატრიდან? რატომ არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ განცხადებას, რომ სახელმწიფომ „უკრაინა“ არსებობა შეწყვიტა მისი დანაშაულებრივი კორუმპირებული ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო? რომ 50 მილიონი ადამიანიდან იქ 20 დარჩა და კიდევ უფრო ნაკლები დარჩებოდა, ზელენსკის რომ არ გამოეცა ბრძანება - არ გაუშვან უკრაინიდან არც ერთი მოქალაქე, რომლებსაც ძალით მირეკებიან ფრონტზე? რომ უკრინაში რჩებიან მარტო ბანდერელების მიერ შეშინებულები, ან ისინი, ვისაც კომისარიატსა და მესაზღვრეებისთვის მისაცემი ქრთამისთვის საკმარისი ფული არ გააჩნია? ან სულაც ისინი, ვინც რუსებისთვის ტყვედ ჩაბარება ჯერ ვერ მოასწრო? რომ უკრაინას გაიყოფენ რუსეთი, პოლონეთი, უნგრეთი და რუმინეთი, ხოლო შუაში დარჩება დაუსახლებელი განადგურებული ტერიტორია, სადაც ჰოლივუდი გადაიღებს საშინელებათა ფილმებს და ბლოკბასტერებს ვარსკვლავური ომების შესახებ?
თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ის ელჩს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრისთვის კარი ცხვირწინ მიუხურა; თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის საელჩო საჯაროდ დაადანაშაულა ძირგამომთხრელ საქმიანობასა და საბოტაჟში; რატომ არ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება იმაზე, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები „ცხოვრობენ“ რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ინტერესების მომსახურე ტელეკომპანიების ოფისებში და ეხმარებიან სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში? აშშ-ის ელჩი საქართველოში ქართველებს უკრძალავს რუსეთში ფრენას, გასულ კვირას კელი დეგნანმა გააუქმა უკვე დაგეგმილი პირდაპირი რეისი „მოსკოვი-თბილისი“: რატომ მისცა მას საქართველოს ხელისუფლებამ ამდენის უფლება? ქართველები ერევნისა და მინსკის გავლით მაინც დაფრინავენ ერთმანეთთან, მაგრამ რატომ შოულობენ ამაზე ფულს „არმავია“ და „ბელავია“ და არა „აირზენა“? რატომ არის საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორი“ დაინტერესებული სომხეთისა და ბელარუსის, და არა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებით? და განა სტრატეგიული პარტნიორები უწესებენ სანქციებს პარტნიორი ქვეყნის ბიზნესმენებსა და მოსამართლეებს, თანაც, უმიზეზოდ, მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის დაგეშით, ხელისუფლების დამხობის მიზნით?!
რატომ არის აშშ ასე დაინტერესებული საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით სწორედ დღეს, როცა ევროკავშირი კატასტროფულ გაჭირვებას განიცდის ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო? რატომ აგრძელებს საქართველოს ხელისუფლება ამ დაგებული ხაფანგისკენ სვლას საკუთარი ფეხით და ამახინჯებს საქართველოს კანონმდებლობას ევროსაბჭოს 12 მოთხოვნის შესრულებით, თუმცა იცის, რომ საქართველოს ევროკავშირში არასოდეს მიიღებენ - ისევე, როგორც არ მიიღეს ნატოში? რა ლოგიკით ისწრაფვის საქართველოს ხელისუფლება იქით, სადაც მას პატივს არ სცემენ? რა საერთო აქვს საქართველოს ევროპასთან, რომელსაც იდიოტები და ფაშისტები მართავენ? რომლის თანამედროვე კულტურაც ანტიქრისტიანული და ჰომოსექსუალურია? სადაც არ არსებობს დედა და მამა და არის მშობელი №1 და მშობელი №2 მშობელი, თანაც ორივე - ერთი სქესის? სადაც არ არსებობს ქალი და მამაკაცი, მაგრამ არის 26-ზე მეტი LGBTQI + „გენდერი“? სადაც „ქმარი“ და „ცოლი“ ერთი სქესისაა და თვით იესო გამოცხადდა ჰომოსექსუალად - „ყველას ღმერთად“?! ვინ გამოიგონა, რომ არსებობს კარგი ევროპა, თავისი „დემოკრატიული ღირებულებებით“, და ცუდი ევროპა, ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელების, ევროპარლამენტარების და წევრი ქვეყნების პრეზიდენტების - „ქართული ოცნების“ მტრებისა და სააკაშვილის ლობისტების სახით? რომ სადღაც არსებობს კარგი ამერიკა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეტალონი და იმედი, და ცუდი ამერიკა - ცალკეული კონგრესმენების, სენატორების, პოლიტტექნოლოგების, სახდეპის წარმომადგენლებისა და დიპლომატების სახით? რომ არსებობს მოძმე უკრაინა - და ცუდი უკრაინა არახამია-არესტოვიჩებისა და სხვა ფაშისტების სახით? როგორ შეიძლება პატივს სცემდე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მხარი დაუჭირო კიეველ ეშმაკებს, რომლებმაც ძალით განდევნეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კიევ-პეჩერის ლავრიდან? და რატომ არ მუშაობს ეს ორმაგი სტანდარტები რუსეთთან მიმართებაში, სადაც ყველაფერი ცუდია - პუტინიც და პუშკინიც, ერიც და ბერიც, ხელისუფლებაც და ხალხიც, კულტურაც და ისტორიაც?!
აღარ მოვიდა დრო, გავაქარწყლოთ მითი იმის შესახებ, რომ „საქართველო დასავლეთის დახმარების გარეშე დაიღუპება“? საქართველო რუსეთიდან წელიწადში 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფულად გზავნილებს იღებს, რუსი ტურისტები ამდენივეს - 3,5 მილიარდ დოლარს ტოვებენ ქართულ ხაზინაში, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის 120 ათასი მოქალაქის წყალობით დოლარი "დაეცა" 10 წლის წინანდელ ნიშნულამდე, აღარაფერს ვამბობ მილიარდობით დოლარის მარჟაზე საქონლის, პროდუქციის, ენერგომატარებლების რუსულ-ქართული იმპორტ-ექსპორტიდან: განა ეს ბევრად არ აღემატება ძუნწ დასავლურ კრედიტებს, „რისი წყალობითაც“ საქართველოს საგარეო ვალი ბოლო 10 წლის განმავლობაში ორჯერ და მეტად გაიზარდა?
აღარ დადგა დრო კიდევ ერთი მითის მსხვრევის - რომ "ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ყველა ბრძანებას შეასრულებს, რადგან იქ მისი მილიარდებია და ამით აშანტაჟებენ"? აშშ-ს რომ ივანიშვილის შეშინება შეეძლოდ, განა ამას უკვე ათჯერ არ გააკეთებდნენ? განა შვეიცარიული ბანკი, რომელმაც ივანიშვილს ჯიბეში ხელი ჩაუყო, არ გაკოტრდა ივანიშვილის დახმარებით? განა ივანიშვილმა არ აჩვენა მსოფლიოს პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტელეკომპანიებში გაერთიანებული სამშობლოს მოღალატეების, ჯაშუშებისა და უცხოური გავლენის აგენტების ამაზრზენი სახე ქართული რადიკალური ოპოზიციის, რომელიც დღეს არცთუ მისი მონაწილეობის გარეშე დაიშალა? განა ივანიშვილმა არ ამხილა სააკაშვილი და მისი ნაცისტები 11 წლის წინ, როცა მსოფლიოს აჩვენა საქართველოში მასობრივი წამების ვიდეოები, ხოლო გასულ კვირას BBC-მ, არცთუ ივანიშვილის დახმარების გარეშე, აუწყა მსოფლიოს სუპერ თაღლითი კეზერაშვილის შესახებ, რომელმაც ევროპელ პენსიონერებს მილიარდობით დოლარი მოჰპარა? „უაგვუსტესი“ კეზერაშვილის - 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესახებ, რომელმაც სააკაშვილთან ერთად გააჩაღა ის სისხლიანი ავანტიურა საერთაშორისო ტერორისტებისთვის ქართული ჯარისთვის ქართველი ხალხის ფულით შეძენილი იარაღის ჩამოსაწერად? რატომ აქამდე არ დაიხურა სააკაშვილის, კეზერაშვილის და სხვა ტელეკომპანიები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას აწარმოებენ და რუსეთთან ომისა და ხელისუფლების ძალადობრივად დამხობისკენ მოუწოდებენ? რატომ არ გაუქმდა ნაცისტური იდეოლოგიის მქონე უცხოელი აგენტებისა და რეზიდენტების პარტიების რეგისტრაცია?
ვინ და რატომ შეთხზა საქართველოში საშიში მითი იმის შესახებ, რომ აქ არსებობენ გავლენიანი „პრორუსული“ პარტიები, „პრორუსული“ ორგანიზაციები და „პრორუსული“ ტელეკომპანიები? ვისთვისაა ხელსაყრელი ფარისევლების - მაქინატორების, უპრინციპო კარიერისტებისა და ხარბი კორუფციონერების - გამოცხადება ქართველი ხალხის სრულუფლებიანად წარმომადგენლებად? და განა არ დადგა დრო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 11 წლის შემდეგ განახორციელოს გენერალური წმენდა თავის რიგებში - მოიშოროს უტვინო რუსოფობები და დიდძალი ფულის მქონე გამყიდველი კონფორმისტები, რათა გადაიქცეს ქართველი ხალხისთვის უწინდებურად საყვარელ პარტიად, რომელიც გულწრფელად გასცემს პასუხს ყველა ზემოდჩამოთვლილ შეკითხვას, მათ შორის მთავარს: რა უშლის ხელს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებაში?
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2023 წლის 23 აპრილი
საქართველო, თბილისი