საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტ დანიელა ჯუროვიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოსა და მონტენეგროს შორის მეგობრულ კავშირებს, რომელიც გამყარებულია ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნით.
მხარეებმა გამოხატეს პარლამენტებს შორის კავშირების გაძლიერების მზაობა, მათ შორის კომიტეტების დონეზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გამოცდილების გაზიარება ორივე ქვეყანას წაადგება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
დანიელა ჯუროვიჩმა ისაუბრა მონტენეგროს გამოწვევებსა და მიღწევებზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნა, რომ მზად არის, გაუზიაროს თავისი გამოცდილება საქართველოს. მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მონტენეგრო გააგრძელებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერას.
შეხვედრა შედგა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში იმართება.