საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ინიციატივებზე ესაუბრა ნინო წილოსანმა სკოლის მოსწავლეებთან. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათთან, საუბარში ქალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელა. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნინო წილოსანმა, ასევე გაამახვილა ყურადღება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოფხვრის გზებზე და ქალთა უფლებების დაცვაზე როგორც შრომის ბაზარზე, ისე სხვა სფეროებში.
„სწორედ ამ სკოლის ინიციატივით დაიწყო გენდერული თანასწორობის საბჭომ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა და შემდეგ უკვე სხვა სკოლებიც დაინტერესდნენ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით სიმბოლური საჩუქარი - საქართველოს კონსტიტუციის საიუბილეო გამოცემა გადასცეს.