საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: არავითარი ექიმები საჭირო არ არის - საჭიროა მიხეილ სააკაშვილთან სათანადო კალორაჟის საკვების შეტანა

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. რეალურად, მათ კარგად იციან, რომ არავითარი ექიმები საჭირო არ არის - ერთადერთი, რაც საჭიროა, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან სათანადო კალორაჟის საკვების შეტანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის საზღვარგარეთიდან ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის მიზნით ექიმების ჩამოყვანის მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან მის ოჯახის წევრებს „სათანადო კალორაჟის საკვები არ შეაქვთ.“

სათანადო კალორაჟის საკვები არის ერთადერთი, რაც არის საჭირო. აქედან გამომდინარე, თვითონვე არიან არათანმიმდევრულები საკუთარ განცხადებებში. შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს და არავითარი ექიმი საჭირო არ იქნება. თუმცა, გაუგონარ ქმედებებში არის თავად ოჯახი ჩართული. მათ არ შეაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.