საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. 18 აპრილიდან მოსკოვსა და თბილისს შორის ყოველდღიური პირდაპირი ავიარეისების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - "ვნუკოვოს" - საიტზე აღარ იძებნება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს იყო ტექნიკური გაუმართაობით შექმნილი პრობლემა.
"ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება ტაბლოზე. ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად", - აცხადებენ აეროპორტში, რომლის ვებგვერდზეც ფრენების აღდგენაზე ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული.
მანამდე რადიო თავისუფლებას "ვნუკოვოს" აეროპორტის ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისს ყოველდღიურად შეასრულებდა, 18 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე.
მოსკოვი-თბილისის რეისის გამოჩენას "ვნუკოვოს" აეროპორტი ტექნიკური მიზეზით ხსნის
18 აპრილიდან მოსკოვსა და თბილისს შორის ყოველდღიური პირდაპირი ავიარეისების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - "ვნუკოვოს" - საიტზე აღარ იძებნება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს იყო ტექნიკური გაუმართაობით შექმნილი პრობლემა.
"ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება ტაბლოზე. ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად", - აცხადებენ აეროპორტში, რომლის ვებგვერდზეც ფრენების აღდგენაზე ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული.
დაახლოებით ორი საათის წინ [16:30 საათზე] რადიო თავისუფლებას "ვნუკოვოს" აეროპორტის ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისს ყოველდღიურად შეასრულებდა, 18 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე.
წყარო: რადიო თავისუფლება