საზოგადოება
ხატია წილოსანი და რიმა ბერაძე სტუდენტებს შეხვდნენ

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. დეპუტატები ხატია წილოსანი და რიმა ბერაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმულ საკანონმდებლო ინიციატივებზე და გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

მოვისმინეთ სტუდენტების მოსაზრებები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. ასევე ახალგაზრდებს გავაცანით ინფორმაცია გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება შინაური ბინადარი ცხოველების და ჰაერის დაბინძურების საკითხებს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.