სამართალი
რადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად „ტოიოტაში“ მჯდომი 4 მგზავრიდან 3 ადგილზევე გარდაიცვალა. დაშავებული საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვლილთა ცხედრები წუხელვე გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ავარიის გამომწვევი მიზეზები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.