აქტუალური
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, კონგრესმენებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრაც სწორედ ბათუმში შედგება. „ეს იმ ინტენსიური კონსულტაციების რეჟიმის გაგრძელებაა, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის არსებობს. განსახილველი საკითხების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია და როგორც სავაჭრო, ისე პოლიტიკურ და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს, რაც ძალზე მნიშვნელოვანი თემაა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მოგვიანებით ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია შეხვდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და მას, სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას მოადგილე ბათუ ქუთელიაც დაესწრება.
ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელი კონგრესმენების ინტერესს საქართველოში გატარებული რეფორმები, დემოკრატიულობის კუთხით არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ ეს ამერიკელი კონგრესმენების რიგით მეხუთე ვიზიტია საქართველოში.