უცხოეთი
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ მან NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვაპირებ კენჭისყრას, მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ ამის გამოცხადებისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მედიის ცნობით, ის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, კამალა ჰარისთან ერთად აპირებს კენჭისყრას.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება ბაიდენის მეორე ვადით კენჭისყრისთვის საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.

1tv.ge