სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილი: აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში

 საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელია, აშშ-ის საელჩომ კარგად იცის, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომლებიც ეყრდნობა მაღალ სანდოობას.

ვადასტურებ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე არ შემოვიდა საქართველოში. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკვაშირებია იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. სავარაუდოდ, მიზეზი ალბათ თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით. აკერმანიც რომ შემოსულიყო, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასევე არ შემოვუშვებდით აკერმანსაც, მას შემდეგ, რაც ის მხილებული იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც ის იყო წამოდგენილი აქ. საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებაში, მითითებების მიცემაში და ა.შ.“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, კავშირშია თუ არა ამერიკის მხრიდან გუშინ მოსამართლეების დასანქცირება მარშალ ქომინსის არშემოშვებასთან, ლილუაშვილმა აღნიშნა: ვერ გეტყვით სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა ამ ადამიანის არშემოშვებასთან, ჰკითხეთ ამერიკულ მხარეს“.