პოლიტიკა
პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას აფხაზეთთან ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით ექსპერტის კავკასიის საკითხებში – მამუკა არეშიძის, ინიციატივის კომენტირება სთხოვა, რის საპასუხოდაც მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება პრეზიდენტის ადმინისტრაციას არასერიოზულად მიაჩნია“.