სამართალი
ვიქტორ ორბანი - დონალდ ტრამპს: განაგრძე ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ღია მხარდაჭერას უცხადებს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ამის შესახებ ის საკუთარ „ტვიტერზე“ წერს და ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

„განაგრძე ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“, – წერს ორბანი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო პროცესი სამშაბათს გაიმართება. მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ. სასამართლო მას პორნომსახიობისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას ედავება.