რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ღმერთს ვერ შეურაცხჰყოფთ! - ვინ და რატომ აგინებს ილია მეორესა და ბიძინა ივანიშვილს

     კიევ-პეჩორის ლავრის გუმბათებზე ოქროს ჯვრები მას შემდეგ გაშავდა, რაც იქ .. „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისრასკოლნიკებმა ცრუ წირვა ჩაატარეს, რომელშიც, კანონიკური უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა სამოციქულო ეკლესიებისაგან განსხვავებით, არ არის პირველ მოციქულთაგან გადმოცემული სამღვდელოების მემკვიდრეობითობა

   დევნილი ბერების, მღვდელმსახურებისა და სამწყსოს, ასევე ამ მკრეხელობის ჩამდენი ღვთისმგმობელთა ბედით ღრმად შეწუხებულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წერილს წერს მსოფლიო პატრიარქს, რადგან იცის - ღმერთს ვერ შეურაცხჰყოფ(პავლე მოციქული, “ეპისტოლე გალატელთა მიმართ“, ახალი აღთქმა, 6:7). ილია მეორე სთხოვს ბართლომეოს პირველს, იტვირთოს სამშვიდობო მისია - განმუხტოს დაძაბულობა და შემთხვევით როდი ასრულებს წერილს ციტატით წმინდა წერილიდან: ისწრაფდით დამარხვად ერთობისა მის სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისაითა(პავლე მოციქული, „ეპისტოლე ეფესელთა მიმართ“, ახალი აღთქმა 4:3).

   პატრიარქის წერილი კიდევ ერთი საბაბი ხდება ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშებისა - დასავლური გავლენის აგენტებისთვის, რათა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღვარი ბნელეთის პრორუს მოციქულებად შერაცხონ. უსამშობლო მოღალატეებს არა აქვთ წაკითხული ბიბლია და ამიტომაც არ იციან, ვინ არის პავლე მოციქული და რას ნიშნავს მისი სიტყვები. დასავლური სპეცსამსახურების ჯაშუშებს არც უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი წაუკითხავთ, რომლის გაწვევაც საქართველოს პარლამენტს დასავლური კლუბის ზეწოლით აიძულეს. ამ გამყიდველი მოღალატეებისთის საგანგებოდ ვიტყობინები, რომ გალატა არის ისტორიული ოლქი მცირე აზიის ცენტრალურ ნაწილში (თანამედროვე თურქეთი), სადაც ძვ.წ. მესამე საუკუნიდან ცხოვრობდნენ მათი მოღალატე წინაპრები - გალატელები. ერთხელ გალათეას ეკლესიაში უცხოელი ერეტიკოსები შეიჭრნენ, რომლებმაც შთააგონეს გალატელებს, რომ თითქოსდა ხსნისთვის წინადაცვეთა და იუდეველთა სხვა რელიგიური წესების დაცვა იყო საჭირო. რწმენაში არამყარი გალატელები დაჰყვნენ ცრუ სწავლებას და უღალატეს პავლე მოციქულს - როგორც თანამედროვე გალატელებმა, ანუ გუბოზებმა, რომლებიც სააკაშვილს „30 ვერცხლად“ - დღევანდელი კურსით 100 ათასს დოლარად მიეყიდნენ!

უცხოელი ერეტიკოსები, ვინც გალატელებს ღალატისკენ უბიძგა, პავლე მოციქულის გავლენის შესარყევად, ლანძღავდნენ და აგინებდნენ მას - როგორც დღეს საქართველოში ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები - დასავლური გავლენის აგენტები ლანძღავენ ილია მეორეს, „რუსეთუმედ“ აგინებენ, ცდილობენ ძირი გამოუთხარონ უწმინდესისა და უნეტარესის უზარმაზარ გავლენას! სწორედ მაშინ მიმართა პავლე მოციქულმა გალატელებს შემდეგი სიტყვებით: ნუ მოტყუვდებით: ღმერთს ვერ შეურაცხჰყოფთ. კაცი რასაც დასთესს, იმას მოიმკის“.

მიზეზი უბრალოა: ქართველი ერის სულიერი მამა ილია მეორე უნიკალური ხიდია აფხაზებთან, ოსებსა და რუსებთან: ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი დაიბადა ვლადიკავკაზში, დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია და 10 წელი ემსახურებოდა სამწყსოს აფხაზეთში მიტროპოლიტის რანგში! საქართველო კი სამუდამოდ დარჩება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველ მთავარ წილხვედრად და არასოდეს გადაიქცევა გალატიად, სადაც ცხოვრობდნენ მოღალატეებად ქცეული გალატელები - ქრისტიანები, რომლებიც დაჰყვნენ უცხოტომელი ერეტიკოსების, თანამედროვე ენით - უცხოური გავლენის აგენტების - ცრუ პროპაგანდას!

   მაგრამ რატომ უმალავენ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თვალშისაცემ ფაქტს, რომ ბიბლიის ყველა თანამედროვე ქართულ გამოცემაში პავლე მოციქულის სიტყვები განზრახ დამახინჯებულია?! ნაცვლად ღმერთს ვერ შეურაცხჰყოფთ“, ვკითხულობთ საპირისპიროს: ღმერთი არ შეურაცხყოფს“, ან უფრო უარესი: ღმერთი არ შერცხვება“... როგორ შეიძლება, ღმერთმა ან შეურაცხოფა მოგაყენოს, ან თვითონ შერცხვეს, განა ღმართი - პოლიტიკოსია ან სააკაშვილი?! ვინ არიან ახალი აღთქმის მთარგმნელები - საქართველოს საპატრიარქო ან ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, თუ „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ავტორი, რომელიც არღვევს საქართველოში ჰეტეროსექსუალური უმრავლესობის უფლებებს - ცერეუსაგენტი უსუფაშვილი — იგივე ბანკირ ხაზარაძის მარიონეტული პარტიის კურატორი?! იქნებ ამაში მეორე „რესპუბლიკელი მწიგნობარის“, გამცემისა და დამსმენის ბერძენიშვილის ხელი ურევია, რომელმაც ღვიძლი ძმა „ჩაუშვა“, ანტისაბჭოთა ძირგამომთხვრელი საქმიანობა მოინანია და „კაგებესთან“ თანამშრომლობაზე ხელი მოაწერა?! ან როგორ გაეპარა გამომცემელ რედაქტორს ღმერთი არ შეურაცხყოფს და ღმერთი არ შერცხვება ნაცვლად ღმერთს ვერ შეურაცხჰყოფ“, თუ რედაქტორი, რა თქმა უნდა, არ არის ამერიკელი ბაიდენი - მარაზმატიკი და პედოფილი, რომელმაც საკუთარი შვილიშვილი გარყვნა?!

და მხოლოდ ბიბლიის ძველ ქართულ გამოცემაში წერია ზედმიწევნით ზუსტად: ნუ ხცდებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ რაიცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს“.

ასე რომ, შეუძლებელია ღმერთის, მისი ეკლესიისა და მისი მსახურების დაცინვა, შეურაცხყოფა, მოტყუება, ღმერთი თითოეულს მისი სიტყვისა და საქმის მიხედვით მიაგებს ადრე თუ გვიან! ბიძინა ივანიშვილმა გაათავისუფლა საქართველო მიხეილ სააკაშვილისგან, ივანიშვილის წყალობით დღეს საქართველო ბახმუტი არ არის, ივანიშვილმა აღადგინა სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა საქართველოს, ამიტომაც გააკოტრა ღმერთმა უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი, რომელმაც ივანიშვილს 600 მილიონი დოლარი მოჰპარა! ივანიშვილმა ააგო სამების საკათედრო ტაძარი, ივანიშვილის წყალობით, მსოფლიოს სამი ზესახელმწიფოდან ორი - რუსეთი და ჩინეთი - საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები გახდნენ! სიმბოლურია, რომ სწორედ ჩინეთი აშენებს ახალ გზას - თბილისის რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდს!

აი, რატომ აგინებენ ივანიშვილს დასავლეთის აგენტები - ათასი ჯურის ღალატელები: სამშობლოს მოღალატეები რადიკალური ოპოზიციიდან და გამყიდველები პარტიული ტელეკომპანიები, ეკლესიის მაგინებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენი თავისი აპარატითურთ, უსამშობლო პრეზიდენტი-რეზიდენტი და ვიგინდარა გუბოზები - თეოლოგები, ლიბერასტები და სხვა პარაზიტი სექტანტები!

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი

2023 წლის 3 აპრილი
საქართველო, თბილისი