პუბლიკაციები
მოსკოვში რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ფორუმზე ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 22 მარტს გაზიარებული ინფორმაციით, მოსკოვში ეკონომიკური ფორუმი გაიმართა სახელწოდებით – „რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“. ღონისძიების ორგანიზატორი იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხებში ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი ლეონიდ კალაშნიკოვის ხელმძღვანელობით. ფორუმში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის, მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩიც მონაწილეობდა.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ღონისძიების ფარგლებში რუსეთმა და საქართველომ დაიწყეს დისკუსია საქართველოში რუსული სტანდარტების მიხედვით ღვინოების სერტიფიცირების მიზნით სპეციალიზებული ლაბორატორიის შექმნაზე. ბიზნესსაბჭოს მომავალი წლის სამოქმედო გეგმა უკვე მუშავდება. უპირველეს ყოვლისა, იქმნება საექსპერტო ჯგუფი ქართული ღვინის ქარხნების სერტიფიცირებისა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სტანდარტების მიხედვით ღვინის სერტიფიცირების სპეციალიზებული ლაბორატორიის შესაქმნელად, რომელიც მოამზადებს პერსონალს და აღმოფხვრის ქართული ღვინის მეორად სერტიფიცირებას რუსეთის ფედერაციაში“, – განაცხადა დიმიტრი ვოლვაჩმა.

ვოლვაჩმა მეორე ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველოდან რუსეთში იმპორტისთვის აკრძალული პროდუქციის სიიდან კონიაკის სპირტის ამოღებას ეხება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან ღვინის მოწოდების წილი [რუსეთში] შეადგენდა საქართველოს ექსპორტის თითქმის 29%-ს, პრაქტიკული ნაბიჯები ამ ინიციატივების ყველაზე ხელსაყრელი გზით განსახორციელებლად დადებითად იმოქმედებს რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე“, – განაცხადა მან.

ფორუმის მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს 2022 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობის ზრდას. მინისტრის მოადგილის თქმით, რუსი მეწარმეები საქართველოსთან თანამშრომლობისადმი მზარდ ინტერესს იჩენენ. რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პირველი დამფუძნებელ შეხვედრა თებერვალში გაიმართა, სადაც მხარეები ორმხრივი დიალოგის დასამყარებლად მომავალი წლის ერთობლივი ბიზნესღონისძიებების გეგმის შემუშავებასა შეთანხმდნენ და ქართულ ბაზარზე გასასვლელად რუსი მეწარმეების ძალისხმევის კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

ამ კონტექსტში დიმიტრი ვოლვაჩმა ასევე აღნიშნა, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მოდერნიზება მნიშვნელოვანია ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის და დასძინა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ტურიზმის განვითარება“. „ჩვენი სპეციალისტები მზად არიან უახლოეს მომავალში დაიწყონ ტურისტული ინდუსტრიის განვითარების სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება. თუმცა, პრიორიტეტია საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ასევე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა“, – განაცხადა ვოლვაჩმა.