საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5754 ლარი გახდა

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5754 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5764 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7727 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7665 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0062 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.