სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერის თქმით, ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება.

რას სთავაზობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ხალხს. ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ორგანიზაცია სთავაზობს ჩვენი ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს და მინდა, ბატონო გუბაზ, თქვენ გითხრათ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს.

ამიტომ, ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა, განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.