სამართალი
კელი დეგნანი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.

აშშ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანგარიშებს ათწლეულების განმავლობაში აკეთებს. ისინი პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს. მათი მასალა სანდო წყაროების სპექტრიდან მოიპოვება, ჩვენ მათ ვამოწმებთ და ხელახლა ვამოწმებთ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ანგარიშში აღნიშნული ინფორმაცია სანდოა.

ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია და ხალხს მოვუწოდებდი, რომ წინა ანგარიშები წაიკითხონ, ვინაიდან, ისინი იმ სფეროების ქრონიკაა, სადაც პროგრესი იყო საჭირო, მაგრამ ასევე ხშირად აღნიშნავენ სფეროებს, სადაც რეალურად პროგრესი იქნა მიღწეული.

ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებით ჩვენი საბოლოო მიზანი არის ქართველების ძალისხმევის უკეთ ინფორმირება, თავიანთი დემოკრატიის გასაძლიერებლად და ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებების დასაცავად. და იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში აღქმული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი საშუალება ამ მიზნისთვის”, - განაცხადა დეგნანმა.