სამართალი
ირაკლი კობახიძე: ლიბერალურ-ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის ინიცირებული

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. მე რამდენადაც ვიცი, დიმიტრი სამხარაძემ უარყო ასეთი მუქარა და ბუნებრივია ის უპასუხებს ამ შეკითხვას. მე გამიჭირდება ამაზე პასუხი, ვიდრე არ მეცოდინება დეტალები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება ზოგადად ბულინგსა და მუქარას, ერთ რამეს შეგახსენებთ - ეს ლიბერალურ-ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არის ინიცირებული. ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავოს ამ ფაშისტური კამპანიისგან. დიტო სამხარაძეს თავისი დამოკიდებულება აქვს ნაცმოძრაობისადმი, რასაც კონკრეტული საფუძველი და მიზეზი აქვს. ეს საფუძველი და მიზეზი მე აბსოლუტურად მესმის. აქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც თავის დროზე გამოირჩეოდა ადამიანის წამებით, ბიზნესის რეკეტით, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“. ასეთი პოლიტიკური ძალის მიმართ დიტო სამხარაძეს რომ ხისტი დამოკიდებულება აქვს, ეს აბსოლუტურად გასაგებია“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, მისი სახელით ფეიკ ექაუნთიდან მიწერეს.