აქტუალური
„მაგთიფიქსისა“ და „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ქსელების ტელეფონთა ახალი ნუმერაცია

magtifiqsi_silknetiდღეიდან „მაგთიფიქსისა“ და „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ქსელების ნუმერაცია იცვლება.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან იტყობინებიან, მობილური ქსელისა და ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტებმა „მაგთიფიქსის“ აბონენტთან დარეკვისას 8-790 XX XX XX, ხოლო „სილქნეტის“ ნომერზე დარეკვისას 8-791 XX XX XX ციფრების კომბინაცია უნდა აკრიფონ.

რაც შეეხება „მაგთიფიქსისა“ და „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებს, მათ მობილურ ქსელში სააბონენტო ნომერი თანმიმდევრობით – 8-5XX XX XX XX, ხოლო ფიქსირებულ ქსელში (ე. წ. ქალაქის ნომერზე) დასარეკავად (მაგალითად, თბილისი) 8-32 2 XX XX XX ციფრების თანმიმდევრობით უნდა აკრიფონ.

ამასთან, „მაგთიფიქსისა“ და „სილქნეტის“ უსადენო ქსელის აბონენტებმა ერთმანეთთან დასაკავშირებლად „მაგთიფიქსის“ შემთხვევაში – 790 XX XX XX, „სილქნეტის“ უსადენო ქსელის აბონენტებმა კი 791 XX XX XX უნდა აკრიფონ.