სამართალი
მამუკა ხაზარაძე: ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ვადამდელი არჩევნები აწყობს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის.

ვადამდელი აწყობს „ოცნებას“. ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა.

სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს;

სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში „ოცნება“ განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის. ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.