პოლიტიკა
24 მარტს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარასკევს, 24 მარტს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 23 მარტს დაგეგმილია „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენა.

მოგახსენებთ მიმდინარე კვირის დაახლოებით განრიგს. ხვალ ტრადიციულად გვექნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ – კანონპროექტების განხილვა. ოთხშაბათს პროექტებთან ერთად ასევე გვექნება კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მოსმენა. ასევე, კომიტეტებს გთხოვთ, რომ წარმოადგინოთ ანგარიშები, დარჩენილი რაც არის. ხუთშაბათს იქნება ფინანსთა მინისტრის საათი, პარასკევს – პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.