პუბლიკაციები
ნატო - ამერიკის ბაჯაჯანას ქოშები

 რუსოფობიით მოწამლულ დასავლეთ ევროპას არ უნდა დაავიწყდეს 1945 წელს შარლ დე გოლის მიერ სტალინისადმი გაგზავნილი დეპეშის ჭეშმარიტება: თუ დღეს ევროპა თავისუფალია, ეს სტალინგრადის და სტალინის დამსახურებაა.

დასავლეთ ევროპაში არ უნდა დაავიწყდეთ, რა უბედურებით დამთავრდა მათი ჯვაროსნული ლაშქრობები; რამხელა ჩამოურეცხავ სირცხვილის ლაქად შემორჩა ინკვიზიცია და ინდულგენციებით თაღლითობა.

უარეს სირცხვილად შემორჩება კაცობრიობის ხსოვნას სოდომისტთა და ბინძური, მყრალი სიბილწის, სქესობრივი გარყვნილების დროშით ადამიანთა სპეტაკი სულიერების ძალადობრივი დასვრის მცდელობის ამჟამინდელი ევრო-ამერიკული ლაშქრობა.

განა ჭკუის სასწავლებლად არ უნდა ეყოთ ორივე მსოფლიო ომი, რომელიც დასავლეთ ევროპაში წამოიწყეს და მესამე მსოფლიო ომის უბედურების დაწყების კოცონს უკრაინაში აგიზგიზებენ.

რისთვის სჭირდებათ ნატო, როცა საკუთარი თავის გარდა ევროპას არავინ ემუქრება;

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოძველებული და უფუნქციო ნატო უნდა დაეშალათ; თავის დროზე ბაბაჯანას ქოშებიც ახალი იყო. მაგრამ თავდაცვის სახელით შექმნილმა ნატომ ფუნქცია შეიცვალა, აგრესორად იქცა და მრავალი წვრილ-მსხვილი ქვეყნები ქოშებზე მიკერებული ჯღანებივით აიკიდა. დაუნდობელი, უმართავი და მონჯღრეული გახდა. ახლა ზოგი უგზავნის უკრაინას იარაღს, ზოგი წინააღმდეგია; ზოგი უერთდება თავისი ხალხის უბედურებად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ზოგი წინააღმდეგია. საცოდავი რასმუსენი კი მუქარას ბრინჯივით აბნევს, როცა არაფერი ეკითხება.

ამერიკასაც მოსწყინდება ამ მორყეული უმართავი ტვირთის თრევა და მოისრიალებს, რათა კაცობრიობის რომელიმე სასიცოცხლო ორგანოში ბაბაჯანას ქოშებივით გაიჭედოს.

ევროპარლამენტშიც მოჭარბებით არიან ავანტიურისტები, მექრთამეები, ჰომოსექსუალები, ლესბოსელები, რომლებმაც თავიანთ ქვეყანაში სასიკეთო საქმიანობით ვერაფრით გამოიჩინეს თავი.

რა უნდათ ამერიკის სამხედრო ბაზებს დასავლეთ ევროპაში, როცა საბჭოთა კავშირმა ჯარები სულ გამოიყვანა და გერმანიაც დატოვა; რისთვის სჭირდებათ გერმანიაში სამხედრო ბაზები, რუსეთის თუ თვითონ გერმანიის დასაშინებლად?!

რატომ აუფეთქეს ჩრდილოეთის ნაკადის ორივე ხაზი - გერმანიის კეთილდღეობის წყარო. ახლა ხუთმაგად და უფრო ძვირად ასაღებენ დაჭირხნულ გაზს მთელი დასავლეთ ევროპის ეკონომიკური სიძლიერის დასაკნინებლად.

ოკეანის გაღმა უზარმაზარ ტერიტორიაზე ვერ დატეულა და მთელი მსოფლიოს ხალხებს ძარცვავს. რა უნდოდათ ოჩაკოვში, ან ეკონომიკური დახმარების მაგიერ, მთელს მსოფლიოში რისთვის მოამრავლეს საზარელი ლუგარის ლაბორატორიები?!

ახლა უკრაინელები შეიყვარა და უკრაინელი ხალხის უბედურებით გამილიარდებულ მარიონეტ ზელენსკის უკრაინისთვის თავდადებულ პატრიოტად ასაღებენ და დასავლეთში გამოწრთვნილი ბანდერელებით ებრძვიან უკრაინელ ხალხს რუსეთ-უკრაინის ომად გასაღებულ ამ რუსეთის სამოქალაქო ომში, რამეთუ უკრაინელები რუსების სისხლ-ხორცის ნაწილი არიან.

ამერიკა კი მთელს მსოფლიოში რვაფეხასავით არის მოდებული, როცა მას არავინ ემუქრება. მაშ, რატომ არის მთელს მსოფლიოში ასე გადამჯდარი?! ამის პასუხია კისინჯერის ნათქვამი: თუ თქვენ თვლით, რომ ამერიკა თქვენი მეგობარია, უნდა უფრთხილდებოდეთ მას, უნდა გეშინოდეთ მისი!

უბედურების მეტი რა მოუტანა ქართველ ხალხს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის მათხოვრობამ?! ამერიკელთა სტრატეგიული პარტნიორობით ტრაბახი ხომ სამარცხვინო ღიმილს იწვევს მსმენელებში.

საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა, პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის „უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ“, თქვა: ჩვენ ამ კანონის წინააღმდეგი ვართ, თუნდაც ის ამერიკის შესაბამისი კანონის ანალოგია იყოსო. ამ ამერიკულად გაპაპაჯორებულ დედაკაცს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოში გუბერნატორად მის მოვალეობას ფორმალურად მაინც ელჩი ჰქვია და საქართველოც ფორმალურად მაინც დამოუკიდებლის სახელს ატარებს და ასე საჯაროდ თითის ქნევით შეგონება უნდა მოთოკოს. თურმე ამერიკაში უცხო ქვეყნის აგენტები არ უნდა იყვნენ, საქართველოში კი ლეშზე დასეული მატლებივით უნდა ფუთფუთებდნენ.

დამოუკიდებლად წოდებულ საქართველოში მხოლოდ პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია იყო ხალხის მიერ არჩეული, რომელიც ევრო-ატლანტიკური დინების საწინააღმდეგო ცურვის გამო მოსპეს. დანარჩენი ყველა დასავლეთის მიერ იყვნენ შემოტენილები, როგორც ამჟამინდელი უდღეური მენშევიკური მთავრობის მიერ გატაცებული ხაზინის და ეროვნული განძის განიავებაზე აღზრდილი აფერისტი და ჩამოყალიბებული უცხოეთის აგენტი - სალომე ზურაბიშვილია, მთავრობის მიერ ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადებით რომ იმუქრება. ქართველმა ხალხმა კი ამ ქართველი ერის ორგანიზმში შემძვრალი ფურუნკულის პრეზიდენტობას თავიდანვე დაადო ვეტო.

ევრო-ამერიკელმა მბრძანებლებმა ვერ მოახერხეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად გადაქცევა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღების ხმაურში ჩართვა, რაც საქართველოს და ქართველ ხალხს უბედურებად ექცეოდა, ასე უქციეს უკრაინელებს ამქვეყნიურობა ჯოჯოხეთად. ქართველ ერს კი ისეთ დღეს დააყრიდნენ, რომ ჯოჯოხეთი სანატრელი გაუხდებოდა, რამეთუ საქართველო ქართველი ხალხიანად მოისპობოდა. „ქართული ოცნება“ ერისთვის ამ გმირული, თავდადებული შეუპოვრობისათვის ქართველი ერის საამაყო მამულიშვილთა შორის საპატიო ადგილს დაიკავებს. შედეგად ევრო-ამერიკელი მბრძანებლები სასტიკად განაწყენდნენ. ვერაფრით წარმოიდგენდნენ ეს ნატოს და ევროკავშირის წევრობის მათხოვარი ქვეყანა ამხელაზე გამოფხიზლდებოდა, რომ ასე ამაყად შეებრძოლებოდა გათავხედებული უცხოეთის სურვილებს. შედეგად დაიწყო ევრო-ამერიკელი მბრძანებლების ღვარძლიანი მუქარა, თითის ქნევა და მათი მეხუთე კოლონის გააქტიურება. სწორედ ახლა გვახსენდება საფრანგეთის პრეზიდენტის - შარლ დე გოლის მიერ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯის შესახებ, როცა ამერიკაში გააგზავნა დოლარებით დატვირთული ხომალდი მისი ღირებული ოქროს მოთხოვნით. გამჟღავნდა ამერიკელთა დოლარით მაქინაციებით ქვეყნეის ძარცვა. შედეგად მალევე დაიწყო საფრანგეთში სტუდენტების მასიური გამოსვლები. შარლ დე გოლი გადადგა. ასე ჩაიდინეს უმეცარმა უცხოეთის მიერ შეცდენილმა სტუდენტებმა სამშობლოს და საკუთარი თავის მიმართ ღალატი.

ეს დასავლეთ ევროპის დიდ სახელმწიფოში მოხდა. რა უბედურება დაატეხენ თავს პატარა და სუსტ საქართველოს? ის დრო აღარ არის, ფერადი რევოლუციებით ხალხებს უბედურების განუკითხაობისკენ რომ მიათრევდნენ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამჯერად ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს ვეღარ შეაცდენენ...

საქართველომ ვარდების რევოლუციად წოდებულ უცხოეთის აგენტ სამშობლოს მოღალატე ვერაგ ნეოფაშისტ ნაციონალთა ძალადობას გაუძლო, მაგრამ მისგან მიყენებული ჭრილობები დღემდე შეუხორცებელია.

ფრთხილად ერო და ბერო! საშინელი მუხთლობის მობრუნება საქართველოს დაღუპვის კარამდე მიიყვანს!

 

დავით აღმაშენებლის სახელობის

პრემიის ლაურეატი,

მწერალი - გივი სომხიშვილი

11 მარტი 2023 წ.