პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „იცით თუ არა, რომ...“

 საქართველო, 8 ნარტი, საქინფორმი. „მივმართავ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 0, 01 პროცენტს (სამ ათასამდე ადამიანს), მეორე დღეა რუსთაველზე რომ სეირნობს.

იცით თუ არა, რომ არცერთ ფიზიკურ პირს არსად არ ევალება უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირება?

რომ უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების ვალდებულება უჩნდებათ მხოლოდ იმ ()იპ-ებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომელთა უცხოური შემოსავალი 20%-ზე მეტია?

რომ უცხოური გავლენის აგენტი განიმარტება როგორც უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ დაფინანსებული ის ორგანიზაცია, რომლის უცხოური შემოსავალი 20%-ზე მეტია?

რომ რეგისტრაციისა და საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების გარდა, სხვა არანაირი ვალდებულება კანონპროექტით არ დგინდება; მეტიც, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობის კანონპროექტით შეზღუდვა დაუშვებელია?

რომ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტად არ მიიჩნევიან:

- ფიზიკური პირები;

- ინდივიდუალური მეწარმეები და სამეწარმეო საზოგადოებები (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი), თუ სამეწარმეო საზოგადოება იმავდროულად მასობრივი ინფორმაციის საშუალება არ არის;

- საჯარო სამართლის იურიდიული პირები;

- ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებული ()იპ-ები, ეროვნული სპორტული ფედერაციები, სისხლის დაწესებულებები?

რომ დღესდღეობით NGO-ებს თავიანთ ვებგვერდებზე მითითებული აქვთ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია ამა თუ იმ პროექტის დაფინანსების წყაროს, მიზნობრიობისა და თანხის საერთო ოდენობის შესახებ; კანონპროექტით კი ჩნდება ვალდებულება, რომ ამას გარდა მიუთითონ ინფორმაცია დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ?

რომ ის ნათქვამი, რომ NGO-ები საგადასახადო ორგანოში ხარჯებს თითქოს დეტალურად აღრიცხავენ, არის ტყუილი, რადგან მათ არ ევალებათ, საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ შემდეგი ინფორმაცია:

- შემოსავლის წყარო (მაგალითად, NGO- ვისგან მიიღო გრანტი);

- NGO- მიერ მიღებული გრანტის თანხის ოდენობა და მიზნობრიობა;

- NGO- მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა, თუ მის მიერ დახარჯული თანხა გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არ არის, ხოლო გრანტის ხარჯვითი ნაწილი, როგორც წესი, გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არ არის?

რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე საჯაროდ ქვეყნდება მხოლოდ დარეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია (მაგალითად, ვინაობა, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელი გადასახადის გადამხდელად არის დარეგისტრირებული), ხოლო ის, თუ მან რაში რა გადასახადი გადაიხადა, მხოლოდ საგადასახადო ორგანომ იცის და საჯარო არ არის?

თუ აქამდე ეს ყველაფერი არ იცოდით, ახლა ხომ იცით? მაშ, რა გინდათ რუსთაველზე?! ასე არ ქნათ, პარლამენტი ისევ ქუთაისში გადავიტანოთ!

20 წელი დღეში 25 საათი გვიკიჟინებდით - რუსეთუმეებო, კრემლის დაფინანსება, რუსული ნარატივი, რბილი ძალა, გე-რე-უს აგენტურა, ჰიბრიდული ომი და რუსული პროპაგანდა! დღეს რატომ გაჩუმდით, ნეტა?! მივიღოთ კანონი, გამოვავლინოთ რუსეთის აგენტები დაფინანსებითურთ, არ გინდათ?! არა, გირჩევნიათ "ტილიანი" რუსი აგენტი არყის ბოთლით ხელში და ბეწვის ვარსკლავიან-ყურებიან ქუდში ისევ თბილისის ქუჩეში იბოდიალოს, ოღონდ თქვენ არაფერი შეგეხოს - ტრანშების აწყობილი კონვეერი არ გაჩერდეს! ეს არის თავიც და ბოლოც - ფული! ხარბი ხალხი ხართ და ამის მეათედს, რაც დასავლეთს ულოკავთ, რუსს გაუკეთებს, აშენდებით! მალე "კაკოი ლაზურნი ნებოსვოდ"-ს იმღერებთ, როგორც ცხონებული ბუბა ნაცების მიტინგზე (მაშინ გაცილებით მეტნი იყავით...)» - წერს თავის Facebook-გვერდზე „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.