საზოგადოება
თბილისის მერს, კახა კალაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

 საქართველო, 7 მარტი, საქიფნრომი. “კახა კალაძის კორონავირუსით ინფიცირების გამო მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის სხდომა არ გაიმართება”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კახა კალაძე მუშაობს დისტანციურ რეჟიმში და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

თბილისის მერს, კახა კალაძესკოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც რამდენიმე დღით იზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ გაიმართება. კახა კალაძე მუშაობს დისტანციურ რეჟიმში და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.