სამართალი
თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს

 საქართველო, 7 მარტი, საქიფნრომი. შემთხვევა საბურთალოზე, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.