საზოგადოება
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრსქმნის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც რუსეთის მიერ ფინანსდება და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს საქართველოში რუსული გავლენების გაზრდა წარმოადგენს. გარდა ამისა, ბეჟაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს აღნიშნულ რეესტრში შეყვანილი პირების სანქცირებისკენაც მოუწოდებს. საქართველოში არსებულ ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოებს კი მიმართავს, რომ იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს, მათი ოჯახის წევრებთან ერთად დაუწესონ სავიზო შეზღუდვები და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გადაადგილება აეკრძალოთ.