პუბლიკაციები
თბილისში ანტირუსული და ანტისამთავრობო აქცია ჩაიშალა - საქინფორმი

   თბილისში 2023 წლის 24 თებერვალს გამართულ ანტისამთავრობო და ანტირუსულ აქციაზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების წლისთავს მიეძღვნა, ხანგრძლივი სამზადისისა და სოლიდური მატერიალური უზრუნველყოფის მიუხედავად, მონაწილეთა დაგეგმილი რაოდენობა არ შეიკრიბა დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების დელეგაციები თვე-ნახევრის განმავლობაში დადიოდნენ საქართველოს რეგიონებში და ადამიანებს 2023 წლის 24 თებერვალს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებდნენ. ორგანიზატორები სახსრების ნაკლებობას არ უჩიოდნენ, აქცია ფარულად დაააფინანსა რამდენიმე წყარომ, პირველ რიგში, კიევის რეჟიმმა, აგრეთვე, სააკაშვილების ოჯახმა და ირიბად _ აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მეშვეობით.

   თბილისში 24 თებერვლის მიტინგი, თავდაპირველად, ჩაფიქრებული იყო, როგორც სააკაშვილის დედის მიერ დაქირავებული ლობისტების საინიციატივო ჯგუფის მიერ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებსა და ვაშინგტონში ორგანიზებული აქციების სერიის ბოლო აკორდი. სააკაშვილის დედამ მხოლოდ კომპანია “აკერმანს” დაახლოებით მილიონი დოლარი გადაუხადა, ცალკეული ლობისტებისთვის, მაგალითად, მარკ ფეიგინისა და ანდრეი პიონტკოვსკისთვის (რომელსაც სააკაშვილმა პრეზიდენტობისას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა) გადახდილი თანხების ოდენობა კი უცნობია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რამდენიმე აქცია გაიმართა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, რომლებში მონაწილეობისთვისაც 10-20-ზე მეტი ქართველი და უკრაინელი ემიგრანტის მობილიზება ვერ მოხერხდა, რის გამოც სააკაშვილის დედა უკიდურესად უკმაყოფილო იყო ლობისტების მუშაობით.

24 თებერვლის აქციის ამოცანები უაღრესად ამბიციური და ავანტიურული იუო: პროგრამა-მინიმუმი ითვალისწინებდა სამედიცინო ცენტრ “ვივამედიდან” სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო პროგრამა-მაქსიმუმი - პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების ხელში ჩაგდებასა და “ქართული ოცნების” ხელაუფლების დამხობას ძველი რევოლუციური სცენარის მიხედვით. მაგრამ აქციის თარიღის მოახლოებასთან ერთად ცხადი შეიქნა, რომ დასახული მიზნების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა. ასეც მოხდა - რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა 2000-მდე მომიტინგე, მათი უმრავლესობა იყო შეძლებული უკრაინელი “ლტოლვილები”, რომლებსაც უკრაინაში დარჩენა და ბრძოლა არ სურდათ. ისინი კომფორტულად მოეწყვნენ თბილისში, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ მათ მისცა საცხოვრებელი, ფულადი დახმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა, ინტერნეტი და მობილური კავშირგაბმულობის მომსახურებით სარგებლობის უფლება, საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სპეციალურად გახსნა უკრაინული სექტორები. ზორბა და ძლიერი უკრაინელი ბიჭები მიტინგზე ოჯახებთან ერთად ხალისიანი განწყობით მივიდნენ, აშკარად ქართული რესტორნებში სტუმრობის შემდეგ...

   აქციაში, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე უკრაინულ და ქართულ ენებზე გაიმართა, უკრაინელების გარდა, მონაწილეობდა რუსეთის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჯგუფიც - ესენი იყვნენ თავიანთ სამოქალაქო მოვალეობას გამოქცეული და აქ სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან და მისი დახმარებით დასახლებული რუსოფობები, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ ნემცოვთან, ხოდორკოვსკისა და ფონდ „თავისუფალ რუსეთთან". ანუ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა კატეგორია არაქართველი ეროვნების მოქალაქეებისა, რომლებმაც უღალატეს თავიანთ სამშობლოს - რუსეთსა და უკრაინას, თუმცა ეს არ ეხება საქართველოში გაურკვეველი ვადით შემოსულ ყველა რუსსა და უკრაინელს.

იყვნენ, რა თქმა უნდა, ქართველი კოლაბორაციონისტებიც - მიტინგის ორგანიზატორები და მონაწილეები: უმნიშვნელო ელექტორატის მქონე ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერები (“გირჩი” ჯაფარიძე, ლგბტქი+ უფლებებისა და ნარკოტიკების თავისუფალი მოხმარების დამცველი; “სტრატეგია აღმაშენებლი” ვაშაძე, რომელსაც თავისთან მიჰყავს ნებისმიერი, ვინც ფეხი ვერ მოიკიდა სააკაშვილის ექს-მმართველ პარტია „ნაციონალური მოძრაობაში", რუსოფობი-პოპულისტები). ოპოზიციაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, ცოტა ხნის წინათ ორად გაყოფილი ექს-მმართველი პარტია - სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა”, დარჩენილი საერთო ელქქტორატით 50 ათასამდე აქტიური მხარდამჭერით, მიტინგზე არ იმყოფებოდა. აქციაძე არ მივიდა არც მერაბიშვილ-ხაბეიშვილის ფრთა და არც მელია-ახალაიას დაჯგუფება, რომელიც თავის, ახალ პარტიას ქმნის. არ მოისურვეს საკუთარი თავის დისკრედიტაცია სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა/პოლიტიკოსებმაც, რომლებსაც, პრაქტიკულად, არ ჰყავთ ელექტორატი (ბურჯანაძე, „რესპუბლიკელები" ბერძენიშვილი და სხვ.). რაც შეეხება ბანკირ ხაზარაძის პარტიას, რომელმაც ყოველი შემთხვევისთვის რამდენიმე „უსახლკაროდ" დარჩენილი ურეიტინგო პოლიტიკოსი იყიდა (უსუფაშვილი, ნაცვლიშვილი და ა.შ.), ისინი საკუთარი ინიციატივით წინდახედულად გაემგზავრნენ კიევში, საზოგადოებაში დისკრედიტებულ ძველ და ახალ სკანდალურ პერსონაჟებთან ერთად - ბარამიძესთან, ხოშტარიასა და ა.შ. ამ უკანასკნელებმა კიევიდან მიცემულ ინტერვიუში “აღშფოთებით” უარყვეს კავშირი თბილისში “უკრაინის მხარდასაჭერად” გამართული აქციის ორგანიზატორების საინიციატივო ჯგუფთან - ერთად ყოფნა რომ გვდომოდა ერთად ვიქნებოდითო! ფაქტია, რომ დღეს ოპოზიციის რიგებში განხეთქილება არანაკლებია, ვიდრე ქართველ საზოგადოებაში, პირობითად, „პრორუსულ" უმრავლესობასა და „პროდასავლურ" უმცირესობას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

და, რა თქმა უნდა, გამზირზე იდგნენ სოროსის ფონდის ფილიალის მიერ საქართველოში შექმნილი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მაგალითად, გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა" და სხვები, რომლებითაც, დაკომპლექტებულია საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველ ლომჯარიას აპარატი და მთელი ე.წ. სამოქალაქო სექტორი. ეს არის ზუსტად ის საზოგადოება, რომელიც დღეს გააფთრებით აპროტესტებს საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას, იმიტომ, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტი 100 პროცენტით შედგება დასავლეთის ფონდებისა და საელჩოების გრანტებისგან და ხშირად რამდენჯერმე აღემატება საქართველოს ზოგიერთი სამინისტროს ბიუჯეტს. .

მიტინგს, როგორც ყოველთვის, აშუქებდა მოსყიდული ქართული ფეიკ-მედია ოპოზიციური პარტიების ტელეკომპანიების მეთაურობით - “ვარდების რევოლუციის” დროინდელი მოჰიკანი “მთავარი არხი” (ყოფილი “რუსთავი 2”, დე-ფაქტო მფლობელი - სააკაშვილი), “ტვ პირველი” (ჭუტა წერეთელი), “ფორმულა” (კეზერაშვილი) და „კავკასია" (ახუ აქუბარდია). ეს ტელეკომპანიები კონსტიტუციის დარღვევით თესავენ ქსენოფობიასა და ეთნიკურ შუღლს საქართველოში, პროვოცირებენ სამხედრო მოქმედებებს და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რადგან ეშინია მათი “კრიშის” - კოლექტიური დასავლეთის შეერთებული შტატების მეთაურობით. აღსანიშნავია, რომ დღეს „სიტყვისა და მასმედიის თავისუფლებისთვის," ანუ უცხოური აგენტების (გავლენის) შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან სააკაშვილის რეჟიმთან აფილირებული ძალები, ცნობილნი ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებით, ათეულობით ტელეკომპანიის, გაზეთისა და ჟურნალის რედაქციების დარბევით, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა თუნდაც ნაწილობრივ მიუღებელი იყო რეჟიმისთვის (საკმარისია დავასახელოთ პატარკაციშვილის ტელეკომპანია “იმედის” დარბევა და პრესის სახლიდან ათობით რედაქციის გაძევება - ღამის სადამსჯელო ოპერაცია გამომცემლობა “სამშობლოში”). აქვე უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული ტელეკომპანიები არსებითად დასავლეთის პროპაგანდისტული „რბილი ძალაა", ძირგამომთხრელი ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით და არანაკლებ საფრთხეს უქმნიან საქართველოს სტაბილურობასა და ეროვნულ ინტერესებს, ვიდრე მთელი რადიკალური ოპოზიცია.

   სცენაზე გამოდიოდნენ საზოგადოებაში უკიდურესად არაპოპულარული პერსონაჟები, ისეთები, როგორიც არის მიტინგის „ლოკომოტივი" - “გენერალი”- ყასაბი აკია ბარბაქაძე, ცნობილი სამხედრო დამნაშავე, რომელმაც 90-იანი წლების თბილისის ომის დროს იოსელიან-კიტოვანის ხუნტასთან ერთად რუსთაველის გამზირი დაანგრია და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გააძევა, რისთვისაც თავდაცვის სამინისტროში ზურგის მაღალჩინოსნად დაინიშნა. უკიდურესად შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების სტაჟიანი კორუფციონერი და ავანტიურისტი, რომელსაც სდევს სისხლის სამართლის დანაშაულების გრძელი შლეიფი, როგორც ჩანს, კმაყოფილი არ არის „სამხედრო ექსპერტის" ამპლუით და შურისძიების სურვილი აქვს - ფარულად აცხადებს პრეტენზიას სახელმწიფოში პირველი პირის როლზე. ბარბაქაძემ სცენიდან დაუსჯელად და ღიად მოუწოდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისკენ („ნუ გეშინიათ, ეს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხელებით!") და “ნაციონალური მოძრაობის”, ნათელაშვილისა და სხვათა მონაწილეობით მუდმივი საპროტესტო აქციების დაწყება გამოაცხადა, რისთვისაც ქაქიას “უტვინო" უწოდეს თვითონ ოპოზიციის ლიდერებმა, მაგალითად, აქციაში მონაწილე ზემოხსენებულმა ვაშაძემ, რაც ნამდვილად შეესაბამება ჭეშმარიტებას. პროვოკატორი და პუტჩისტი ბარბაქაძე და მისი ყოფილი თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროდან დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო თავისუფლები რჩებიან, რაც გაუგონარი გამოწვევაა საზოგადოებისთვის, რომელსაც ასეთი შერჩევითი მართლმსაჯულების გამო საფუძველი აქვს, ეჭვი შეიტანოს კანონის უზენაესობაში! (საქმეში ჩახედულებმა კარგად იციან სააკაშვილის მხარდამჭერი კორუფციონერი სამხედროების შესახებ, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინაში დაქირავებულთა გაგზავნით არიან დაკავებულნი, არამედ სამხედრო გადატრიალების მოსაწყობად სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან, რადგან კარგად არიან ორგანიზებულნი, გაწვრთნილი და ფარულად კარგად შეიარაღებული, გარდა ამისა, მუდმივი კონტაქტი აქვთ მამულაშვილის “ქართულ ლეგიონთან” უკრაინაში).

ბარბაქაძის გარდა იყვნენ სხვა მომხსენებლებიც - ოპერეტის პერსონაჟი ბურჭულაძე, რომელმაც მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” ჯიბეში ხელი ჩაუყო და ობლებისთვის განკუთვნილი თანხები საკუთარი ოჯახის საჭიროებისთვის დახარჯა. ბუფონადა განაგრძო რუსთავის ციხეში მყოფი გებელსის თაყვანისმცემლის, “გლავკ ანალი ყოფილი გეი-დირექტორის, რადიკალური ოპოზიციის იდეოლოგობაზე პრეტენზიის მქონე გვარამიას მეუღლემ, რომელმაც წაიკითხა ქმრის წერილი მიტინგისადმი. გვარამია წერილში მკაცრი ქმედებებისკენ მოუწოდებდა “პრორუსული ხელისუფლების” დასამხობად, თუმცა ციხეში ზის არა პოლიტიკური მოტივებით, არამედ ქურდობისთვის _ ტელეკომპანიის ფულით (ნახევარი მილიონი დოლარი), მანქანა იყიდა მეუღლისთვის და უძრავი ქონება ოჯახისთვის. ყველა სხვა მომხსენებელს ასევე მოხვეჭილი აქვს სკანდალური პოპულარობა გარყვნილი ცხოვრების წესით, ჰომოსექსუალური ორიენტაციითა და ვერცხლმოყვარეობით

   ხელისუფლების ტაქტიკამ - გადაეკეტა გამზირი და აქციიისთვის ხელი არ შეეშალა _ გაამართლა: როდესაც ქართველ ხალხში დისკრედიტებული მოქალაქეების კატეგორია მიკროფონში ისეთ ანტირუსულ და ანტისახელმწიფოებრივ ლოზუნგებს გაჰყვირის, ეს საბოლოოდ არწმუნებს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან ზავი და კოაბიტაცია შეუძლებელია, რადგან მოქალაქეების ეს კატეგორია, საერთოდ, არ შეცვლილა - არ მოინანია. უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებისა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არჩევანი, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე აკეთებენ, მხარი დაუჭირონ “ქართული ოცნების” მოქმედ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედით და არა ომს მის წინააღმდეგ კიევის რეჟიმის მხარეს - სწორია! საქართველოს მოსახლეობამ, ამ სამარცხვინო საქციელის ტელეეკრანზე ყურებისას, შეძრწუნებით წარმოიდგინა, რა მოხდებოდა, თუ ეს კრიმინალური საზოგადოება, რომელთა წარმომადგენლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლი მიესადაგებათ, როგორმე დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში...

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჭრელმა ბრბომ ვერ შეეძლო, როგორც ეს ჩვეულებრივ მიტინგზე ხდება, ტაშიც კი ერთსულოვნად დაეკრა, არ ღირს იმ ზიანის დაკნინება, რომელიც ამ მავნებელ-პროვოკატორებმა შეიძლება მიაყენონ სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რადგან ისინი სარგებლობენ ევროპარლამენტის - ევროპელი დეპუტატების, განსაკუთრებით “ევროპის სახალხო პარტიის”, აგრეთვე, აშშ-ის კონგრესში “საქართველოს მეგობართა ჯგუფის” ერთმნიშვნელოვანი და უპირობო მხარდაჭერით, შესაბამისად - საქართველოში მთელი დასავლური დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. ყველა მათგანი “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორია, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში იღებდნენ და იღებენ სააკაშვილისგან მრგვალ თანხებს, ისინი, ყველანი არიან ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული ელემენტების მხარეზე, იქნება ეს პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.

აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია „დამსახურება" საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩ ჰერჩინსკისა რომლებმაც პრეზიდენტის სასახლეში მოწყობილ ფლეშმობზე მთელი დასავლური დიპლომატიური კორპუსი შეკრიბეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი მიეჩვია მათ ცრუ გამოსვლებს და თითოეული მათგანი იმაზე მეტად სიძულს, ვიდრე თუნდაც სააკაშვილი, მათმა სიტყვებმა და ქმედებებმა 24 თებერვალს ისე აღაშფოთა საქართველოს მოქალაქეები, რომ სოციალურ ქსელებში სიტყვებს ვერ პოულობდნენ თავიანთი მტრული ქმედებების აღსაწერად. ასაკის/პოზიციისთვის შეუფერებლად გამომწვევად შემოსილი აშშ-ის ელჩი შინ გამგზავრებამდე საბოლოოდ „განიძარცვა ტანსაცმლისგან" - გვერდზე გადადო დიპლომატიური ეტიკეტი, როცა საკუთარი და ამერიკის საელჩოს სახელით გააკეთა ელჩის რანგისთვის შეუფერებელი განცხადებები, რომლებსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის გარდა, სხვას ვერაფერს ვუწოდებთ.

„ევროატლანტიკური თანამეგობრობა არის ერთსულოვანი და აღსავსეა გაბედულებით, დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას და მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", _ განაცხადა ელჩმა, რომელსაც სულაც არ ანაღვლებს, რომ საქართველო დღეს, უკრაინის მოვლენების ფონზე, ასეთ მხარდაჭერას არ ითხოვს, მაგრამ, რადგან აშშ და ნატო აღსავსენი არიან გაბედულებით - ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან ხელისუფლება და ქართველ ხალხს – არაფერს ჰკითხავენ - ძალით დაეხმარებიან!

   „ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობს კამპანია, რომლის მიზანია, შეარყიოს არსებული ძლიერი პარტნიორობა საქართველოსა და დასავლეთს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ეწინააღმდეგება მკაფიო არჩევანს ქართველი ხალხისა, რომელმაც აირჩია ევროპა და ევროპული მომავალი", - აცხადებს დეგნანი, და ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროატლანტიკურ იდეალების ღალატსა და ჩრდილოეთისკენ დრეიფში დანაშაულებს, ზუსტად ისე, როგორც ოპოზიცია! ჯერ ერთი, ქართველ ხალხს არ აურჩევია ევროპა და ევროპული მომავალი, საიდან ასეთი ინფორმაცია?! ჩატარდა ამ საკითხზე რეფერენდუმი? და თუნდაც აირჩია, რატომ აწუხებს ამერიკის ელჩს ქართველი ხალხის ევროპული მომავალი?! რაც შეეხება „კამპანიას", ეს ნიშნავს, რომ 20 წლის განმავლობაში, 2003 წლიდან დაწყებული, შეიძლებოდა აშშ-ის საელჩოსთვის მიუღებელი ყველა პირის დადანაშაულება საქართველოში რუსული ინტერესების გატარებასა და რუსული პროპაგანდაში, მაგრამ როგორც კი საქმეს შეეხო საქართველოში უცხური, ანუ დასავლეთის აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტს - ეს ამერიკის ელჩის თქმით, არის „რუსული კანონი, რომლის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და განსხვავებული აზრის დათრგუნვაა." აი ორმაგი სტანდარტების ქრესტომათიული მაგალითიმაგალითი!

„არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ საქართველო რუსეთზე იყოს დამოკიდებული ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებში" - ამ განცხადების შემდეგ აშშ-ის ელჩმა თავი მთლიანად გასცა, უფრო ზუსტად, წარმოჩინა, რომ თავი სტკივა, რადგან საქართველოს ვაჭრობაცა და უსაფრთხოებაც, ძირითადად, რუსეთზეა დამოკიდებული - ასე იყო და იქნება, რადგან ბუნების კანონებს ვერავინ გააუქმებს, თვით აშშ-ის ელჩიც კი!

ამერიკის ელჩს არ ჩამორჩა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰერჩინსკი, რომელიც ირიბად აიძულებს საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ: „ომის პირველი დღიდანვე ევროკავშირი სწორ მხარეს იყო და ქვეყანას მხარს უჭერს არა მხოლოდ დიპლომატიური, პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც... ეს არ არის უკრაინის ომი, ეს არის ყველას ომი. უკრაინა ყველასთვის იბრძვის და მის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. ყველას ინტერესებშია უკრაინის გამარჯვება", _ განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომელსაც ისევე, როგორც მის კოლეგა დეგნანს დაავიწყდა, რომ ის მხოლოდ დიპლომატია და, შესაბამისად, არ აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის უფლება.

სწორედ ისეთი ელჩების ბრალით, როგორებიც არიან დეგნანი და ჰერჩინსკი, ქართველ ხალხს შეერთებული შტატების ხსენებისას ახსენდება რასიზმი - როგორ კლავდნენ იქ ცოტა ხნის წინათ ადამიანებს მუქი ფერის კანის გამო და ყველგან ჰკიდებდნენ აბრებს წარწერით „მხოლოდ თეთრებისთვის," ხოლო სიტყვა „ევროპა" ასოცირდება ინკვიზიციასთან, ფაშიზმსა და კოლონიალიზმთან _ წმინდა ევროპულ მოვლენებთან. ქართველებს ისიც ახსოვს, როგორ ელოდა ქართველი სულხან-საბა ორბელიანი 1713-1716 წლებში საფრანგეთის მეფე ლუი XIV-სა და რომის პაპთან აუდიენციას, რათა დაერწმუნებინა ისინი, საქართველო დაეცვათ აღმოსავლელი დამპყრობლებისგან. ამისთვის კათოლიკეობაც კი მიიღო, მაგრამ ევროპაში ოთხი წლის განმავლობაში ყოფნა ფუჭი აღმოჩნდა და გამოჩენილი ქართველი სახელმჭიფო მოღვაწე ემიგრაციაში რუსეთში წავიდა _ მოსკოვში, სადაც მალევე გარდაიცვალა სოფელ ვსეხსვიატსკოეში, შთამომავლობას კი დაუტოვა ნაწარმოები „მოგზაურობა ევროპაში"…

   მაგრამ ყველას გადააჭარბა ოპოზიციონერმა რეზიდენტმა-პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელმაც დაუფარავად ილაპარაკა საქართველოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ: „საქართველოს ხელისუფლება თვითიზოლაციაშია, გამოეყო დემოკრატიულ საზოგადოებას და ცდილობს, რაღაც მიზეზებით გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი ვითომ ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მე-11 წითელი არმიისგან პარიზში გაქცეულმა ქართველი მენშევიკების შთამომავალმა, რომლის წინაპარმაც უცხოეთში გაიტანა საქართველოს ოქროს მარაგი, - საბედნიეროდ, ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია: გამოიყენა ყველა ფორმა. და საშუალება, რათა დაედასტურებინა სრული სოლიდარობა ოდითგან მეგობარ ქვეყანასთან", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. გაუგონარი ცინიზმი და ტყუილი! ზურაბიშვილი, რომლის ელექტორატიც საქართველოში ყოველთვის ნულის ტოლი იყო, დღეს კი მინუსში გადავიდა, პრეზიდენტი მხოლოდ იმ ხელისუფლების წყალობით გახდა, რომელსაც საყვედურობს.

კიდევ უფრო თავხედურია იმის თქმა, რომ ქართველი საზოგადოება სოლიდარულია უკრაინასთან, პირიქით - ქართველი ხალხი განრისხებულია და ბრაზობს კიევზე, მას შემდეგ, რაც იქ შეაფარეს და იზრუნეს სააკაშვილზე, მისცეს ფული, თანამდებობა და მოქალაქეობა თბილისში ექსტრადიციის ნაცვლად! ქართველი ხალხი დიდი ხანია, მომხრეა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის, რომლის ხელისუფლებამაც არაერთხელ აწყენინა საქართველოს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინაში გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება და ძლიერი ელექტროგენერატორები.

ბოლოს უკრაინამ საქართველო შეურაცხყო იმავე დღეს, 24 თებერვალს, როდესაც საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კასიანოვმა (კიევმა დიდი ხნის წინათ გაიწვია ელჩი და ახალს არ ნიშნავს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველო არამეგობარი სახელმწიფოა) განაცხადა, რომ “მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის უპასუხისმგებლო განცხადება ომში რუსეთის უპირატესობის შესახებ, არის პრორუსული~. კასიანოვის თქმით, კობახიძე „განაგრძობს ცეკვას ომის დამნაშავე შოიგუს დაკრულზე, უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე. ასეთ დივანის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორია და როგორი მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს”.

დასასრულ - კიდევ ერთი პასაჟი ზურაბიშვილის გამოსვლიდან: „მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა რომ არა, საქართველოს პრეზიდენტი დღეს უნდა ყოფილიყო კიევში და ამის გამო მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოსაწვევი არ მიმიღია. მაგრამ, მიუხედავად მიწვევისა, პარლამენტმა საჭიროდ არ ჩათვალა ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ დღეს კიევში მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ წარმოდგენილნი, მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ისინი იქ არიან", - განაცხადა სალომამ და გამოიწვია საშინელი აღშფოთება ქართველი ხალხისა, რომელსაც მან უღალატა.

აქინფორმი

2023 წლის 26 თებერვალი
საქართველო, თბილისი