პოლიტიკა
დეპუტატი ბაღათურია ხელისუფლების დემონტაჟის ლეიბორისტულ გეგმას მხარს უჭერს

bagaturia4როგორც დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მას „ლეიბორისტების“ გულწრფელობის სჯერა და დარწმუნებულია, რომ ისინი „ოპოზიციონერობანას არ თამაშობენ“. შესაბამისად, „ქართული დასის“ ლიდერი მზადაა, ლეიბორისტების „ეროვნულ დოკუმენტს“ ხელი მოაწეროს და ხელისუფლების დემონტაჟში ჩაერთოს, რისთვისაც, როგორც თავად აღნიშნა, ნათელაშვილსა და მის თანაგუნდელებს ოფისში უკვე ელოდება.

ჯონდი ბაღათურიამ დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელისუფლების „ანტიხალხურ და ანტისოციალურ“ პოლიტიკაზე და მის დემონტაჟში ჩართვისკენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს „ეროვნულ დოკუმენტზე“ ხელისმოწერისკენ მოუწოდა, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას ითვალისწინებს.