სამართალი
576 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მთავრობაა პასუხისმგებელი - ვიოლა ფონ კრამონი

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს. 576 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა პატიმრების ჯანმრთელობაზე, საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, საკითხი, ჰუმანიტარულ საფუძველზე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.

ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება პრობლემის ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე, რათა საქართველომ, ბოლოს და ბოლოს სხვა თემებზე მოახდინოს ფოკუსირება“, - წერს ევროპარლამენტარი.

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა.