საზოგადოება
საქართველოში თურქეთის საელჩოსთან მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გრძელდება

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში თურქეთის საელჩოსთან თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება გრძელდება.

ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოში თურქეთის საელჩოს შენობასთან მოქალაქეებს მიაქვთ.

მანამდე თურქეთის საელჩომ გამოაქყევნა მისამართების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ.

ამასთან, თურქეთის საელჩომ მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა: ქურთუკი-პალტო, საწვიმარი, ჯამპერი, ხელთათმანი, შარფი-კაშნე, ბერეტი, წინდა, საბანი, საძილე ტომარა, საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები), ბავშვთა კვება, ბავშვის საფენები, დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები, ქალის ჰიგიენური პაკეტები.

საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ, დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს, დღის ბოლომდე.

თურქეთის საელჩო – ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი, Embassy.tbilisi@mfa.gov.tr

ბელიზ თურფჩუ: 511 130 198; ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560

GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი, gurtiad@gurtiad.ge; მერთ იუმუშაქერი: 577 562 000

MÜSİAD- ი. ჭავჭავაძის პრ. #37, Musiadtbilisi@hotmail.com, ხათუნა: 557 505 946

შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი, ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი, ისა ალთუნი: 577 562 007