მსოფლიოში ნავთობის ფასი ისევ იზრდება
მსოფლიოში ნავთობის ფასები, ბოლო ვაჭრობის შედეგად ისევ გაიზარდა.
როგორც “როიტერი” იუწყება, ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 3.26 აშშ დოლარით გაიზარდა და 114,21 აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში, New York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 1,21 აშშ დოლარით აიწია და 95,41 აშშ დოლარს უდრის.