სამართალი
ნიკა მელია: საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლო პარტიას

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელია სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით სახელისუფლო პარტიას შეუქმნიან კომფორტს.

„პარტია პარლამენტში თუ რჩება, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან – უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლო პარტიას“, – წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს. საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს საქართველოს პარლამენტში, სადაც განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში და გააგრძელებენ კონსულტაციებს მანდატების დატოვებაზე.