საზოგადოება
საქართველო, 7თებერვალი, საქინფორმი. მე ვერაფერი გამტეხავს, ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მე ვერაფერი გამტეხავს, ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა, ყველა ძალის გაერთიანების დროა, ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს“, – წერს სააკაშვილი.
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.