ყველა სახის უფლისმიერი რწმენა თავის მრევლს კაცთმოყვარეობით და სიკეთით კვებავს. ბედნიერი ამქვეყნიურობისაკენ მიმავალი გზის პოვნა მხოლოდ სიყვარულის და სიკეთის შარავანდედით შემკული გონების წინამძღოლობით შეიძლება.
ეკლესია და მის მოძღვართა სათნოების, სიყვარულის და სიკეთის ქადაგებაც ადამიანის ბედნიერი ცხოვრების გზაზე დაყენებისათვის იღწვის, მაგრამ სატანა წმინდა ეკლესიაში თავისი მაჯლაჯუნების შეპარებას ხშირად ახერხებს, ადამიანთა გონების სატანის სამსახურად შებრუნებით ხალხების ამქვეყნიურობის ჯოჯოხეთად გადასაქცევად.
ჰიტლერის ეპისკოპოსი - ლუდვიგ მიულერი ქადაგებდა: ღმერთმა ქრისტე აამაღლა ცათა შინა, ჰიტლერი კი ამქვეყნად თავის წარმომადგენლად დატოვაო. ჰიტლერის დედა მარიამ მეორე ღვთისმშობლად გამოაცხადა. რომის წმინდა პეტრეს ტაძარში ფრესკა დახატეს, რომელშიც მუსოლინი მთავარანგელოზად იყო გამოხატული.
სამშობლოს დამაქცევარ - მიხეილ სააკაშვილს ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი - მეუფე კალისტრატე (შოთა მარგველაშვილი) დავით აღმაშენებელს ადარებდა.
ჭყონდიდელ მიტროპოლიტ - მეუფე პეტრეს (პაატა ცაავას) მიშას პორტრეტი მაცხოვრის ხატის გვერდით ჰქონდა ჩამოკიდებული.
კაცთმოყვარეობამ, სიბრძნემ და სიკეთემ, დიდი მსხვერპლის ფასად, სატანის მსახურ ფაშისტებს დამსახურებისამებრ მიუზღო.
მთელს მსოფლიოში სოციალისტური თანასწორობით ცხოვრების უპირატესობა რეალურად გამოიკვეთა; საფუძვლიანად შეირყა კოლონიური ჩაგვრის სისტემა. დამონებული ხალხები ზედიედ ამსხვრევდნენ კოლონიურ უღელს. ბედნიერი მომავლის იმედის სხივი ამომავალ მზესავით იკრებდა ძალას. სოციალისტური ქვეყნების ერთიანობა ხალხების ბედნიერებად მოვლენილი გენიალური ადამიანის წინამძღოლობით იმპერიალიზმს დაუსჯელად პარპაშის საშუალებას არ აძლევდა. სატანა ჯურღმულში ჩაძვრა, მაგრამ მისი თესლის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რადგან ცრუ დემოკრატიის ნიღბიანმა იმპერიალიზმის ქოფაკებმა მას სასათბურე პირობები შეუქმნეს და ეს სატანის ლეკვები სოციალისტურ ქვეყნებში ჩათესეს ხელმძღვანელ ორგანოებში მომუშავე განდიდების მანიით შეპყრობილ კარიერისტ უმეცარ ბღენძთა ღალატის შხამით მოსაწამლად. ისინიც სოციალური კეთილდღეობისათვის თავდადებულ წმინდანთა ნიღაბში ძვრებოდნენ მათთვის შესაფერი ამინდის დადგომის მოლოდინში.
სანამ ცოცხალი იყო, ხალხის სიყვარულით გასხივოსნებული გენიალური წინამძღოლი, სოციალიზმი ბედნიერი ცხოვრების რეალობით ეუფლებოდა ადამიანთა რწმენას.
საზარელი ომით მიყენებული მძიმე ჭრილობების მოშუშების პერიოდში, სახალხო მეურნეობის სრულყოფით და სოციალისტური განვითარებისათვის მორგებული დახვეწილი რეფორმებით ყოველწლიურად უმჯობესდებოდა ცხოვრების პირობები. საბჭოთა კავშირი გიგანტური ნაბიჯებით მიიწევდა წინ; ზოგიერთ დარგში უკვე გაუსწრო შეერთებულ შტატებს.
დამონებული ხალხები დიდი იმედით მისჩერებოდნენ სოციალისტურ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთი ედგა სათავეში სოციალური თანასწორობით ბედნიერი ცხოვრებისაკენ სწორი მიმართულების შერჩევაში. საბჭოთა კავშირში ეუფლებოდა განათლებას კოლონიური ჩაგვრიდან გათავისუფლებული ქვეყნების ახალგაზრდობა. რუსეთი და რუსული ენა იქცა თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ.
გარდაიცვალა ხალხების ბოროტებისგან ხსნად მოვლენილი ბედნიერი მომავლის ხუროთმოძღვარი ენერგიულად წაღმა რომ ატრიალებდა რუსეთის ჯერ არნახული დიდების და მსოფლიოს ხალხთა რუსეთისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ბორბალს.
ამოძვრა სატანა ჯურღმულიდან. ადამიანში დაკნინებული ყველა მანკიერი თვისებები თვალების ფშვნეტით ეუფლებოდნენ მომხვეჭელობის მონა უმეცარ კარიერისტ ბღენძთა უძღებობას.
მოიცილეს სტალინი, მაგრამ ცოცხალი იყო იმპერიალიზმის რისხვა, ლავრენტი ბერია. ნიჭიერი, შრომისმოყვარე, პატიისა და ქვეყნის სიამაყე, სოციალური კეთილდღეობის სტალინის გზის ერთგული გამგრძელებელი. სამამულო ომის დაწყებიდან შექმნილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გეკეო-ს წევრი, რომლის თავმჯდომარე იყო სტალინი, მოადგილე - მოლოტოვი, წევრები: ვოროშილოვი, მალენკოვი და ბერია; ყველაზე რთულ და თითქმის შეუძლებელი საკითხების მოგვარება ბერიას ევალებოდა.
გერმანელების სწრაფი შემოტევების შედეგად მოშლილ სატრანსპორტო სამსახურების მოწესრიგება ბერიამ შეძლო; დასავლეთიდან აღმოსავლეთში საწარმოების გადმოტანის უზარმაზარი პრობლემაც ბერიამ მოაგვარა. ტანკების წარმოებას მოლოტოვი ხელმძღვანელობდა და სასტიკად ჩამორჩებოდა. ესეც ბერიას დაევალა და 1942 წლისთვის წითელი არმია აღარ განიცდიდა სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის ნაკლოვანებას.
კავკასიაში ბაქოსკენ გაჭრილ მტერს წინ რომ აღარაფერი ეღობებოდა, ბერია მიავლინეს მის მოსაგვარებლად. ჩასვლისთანავე გაათავისუფლა ყველა ფრონტის სარდალი - ბუდიონი და კაგანოვიჩი. სასწრაფო რადიკალური ზომების გატარებით შეაჩერა გერმანელების წინსვლა. საუცხოოდ მოაწყო კავკასიის დაცვა. საკითხის საბოლოოდ მოგვარებამდე იქ დარჩა.
შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტის თავმჯდომარეობაში დაზვერვამ და კონტრდაზვერვამ გერმანელთა ყველა საიდუმლოება გაუხსნელი არ დატოვა, შედეგად მოსკოვისკენ გამოჭრილმა გერმანელებმა ვერც ერთი დივერსიის მოწყობა ვერ შეძლეს. მთელი ომის განმავლობაში გერმანელთა ყველა საიდუმლო ჩანაფიქრი მისთვის ცნობილი ხდებოდა.
1942 წლიდან ატომური პროექტის საკითხს ხელმძღვანელობდა მოლოტოვი, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვროდა. იქნება ბერია, იქნება ატომუი ბომბი. არ იქნება ბერია, არ იქნება ატომური ბომბი, კატეგორიულად განაცხადა კურჩატოვმა. 1944 წლიდან ატომური ბომბის პროექტს ბერია ჩაუდგა სათავეში და გასაოცარი ენერგიით დაიწყო მუშაობა, დიდი დოზით მიიღო დასხივება და დაეწყო სწრაფი დაბერება.
ამერიკელებს ეგონათ, რომ საბჭოთა კავშირი დიდი ხნით ვერ შეძლებდა ატომური ბომბის შექმნას და 1949 წელს ემზადებოდნენ მისი ატომური დაბომბვისათვის. იმავე 1949 წელს მოეწყო საბჭოთა კავშირის ატომური ბომბის აფეთქება. მთელს კოლექტივს სურდა, რომ ამ ბომბისათვის დაერქვათ Б-1 (ბერია-1), მაგრამ ბერია ამის წინააღმდეგი წავიდა. ასე იხსნა მან საბჭოთა კავშირი განადგურებისაგან. ამ მოვლენასთან დაკავშირებით სტალინმა შემოიღო საბჭოთა კავშირის საპატიო მოქალაქის წოდება, რომელიც პირველებს კურჩატოვსა და ბერიას მიანიჭა.
სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერიას საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. გაარკვია სტალინის სიკვდილში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის - იგნატიევის როლის შესახებ და მოითხოვა მისი დაპატიმრება, რომელიც ხრუშჩოვის კაცი იყო. აშკარად გამჟღავნდებოდა ამაში მონაწილე ყველა პოლიტბიუროს წევრის როლი. ბერიასთან ამ საკითხის განხილვა ვერ გაბედეს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას ნიღაბი აეხდებოდა. სასწრაფოდ ამოქმედდნენ. შეთქმულებმა ვერაგულად მოკლეს ბერია და მისი გვამი გააქრეს. სასაცილოდ შეთხზული მისი დაპატიმრებისა და გასამართლების სპექტაკლი მოაწყეს.
ბერიას რუსეთის იმპერატორის - პავლე პირველის მსგავსი ბედი ეწვია, რომელიც შეთქმულებმა მოკლეს და მკვლელები არ დაუჭერიათ. მისი დამსახურების შესახებ მხოლოდ 100 წლის შემდეგ ალაპარაკდნენ.
ბერიას მკვლელობის შემდეგ მისი ბინის გაჩხრეკისას საკონფისკაციო ვერაფერი ნახეს, ისე მოკრძალებულად ცხოვრობდა. ბერიას საფლავიც გააქრეს და მის საქმეს დღესაც „გრიფით საიდუმლო“ ადევს.
ახლა უკვე თამამად ამოქმედდა ქვეყნის მოღალატეთა ხუნტა. დაიწყეს სტალინის მიერ გატარებულ ღონისძიებათა გაუქმება და თავიანთი ჩლუნგი გონების პროდუქტი რეფორმებით ბედნიერი მომავლისკენ მიმავალ ფართო გზაზე შემდგარი ქვეყანა უბედურების ლაბირინთისკენ შეაბრუნეს.
ხელისუფლების სათავეში გამძვრალი სატანის თესლიდან აღმოცენებული უმეცარი, კაცთმოძულე, ეგოისტი ტაკიმასხარა კომედიანტი ხრუშჩოვი მაღალ თანამდებობას ისე ირგებდა, როგორც მაიმუნი სათვალეს.
გაამართლეს და გაანებივრეს საბჭოთა კავშირის ყველა ჯურის მტრები. ისინიც ცილისწამების, ვერაგობისა და ღვარძლის დათხევის ყველა მეთოდს იყენებდნენ ქვეყნის სასიცოცხლო ორგანოების მოსაწამლად.
ხრუშჩოვის სამშობლოს მოღალატე შვილი, თვითმფრინავით გერმანელებთან რომ გადაფრინდა, პარტიზანებმა მოიტაცეს, გაასამართლეს და დახვრიტეს. ახლა მისი ღალატის ნაფეხურებს სპობდნენ და ორდენებით აჯილდოვებდნენ; გმირად მაინც ვერ გაასაღეს. სამაგიეროდ ხრუშჩოვი თავისი ქვეყნის საზიანო ყველა ნაბოდვარზე სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავს იკიდებდა. კიევთან მომხდარ საზარელ ტრაგედიაში და ხარკოვში, მარცხში მონაწილეობისათვის ხრუშჩოვი დახვრეტას რომ იმსახურებდა, როგორც კომედიანტ მასხარას, სტალინმა მოტვლეპილ თავზე ნაკვერჩხლიანი ჩიბუხის დაბერტყვა აკმარა. ახლა კი ეს ღვარძლით გატენილი უმეცრება ბობოქრობდა.
სტალინის ბოლო ნაშრომის „სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები საბჭოთა კავშირში“, გაკრიტიკება ხრუშჩოვის თანამოაზრე მიქოიანმა იკისრა, როცა მისი ოპონენტობის გაბედვა სიკვდილიდ ტოლფასი იყო. ასე ირგებდა მაიმუნივით სათვალეს დამნაშავე მკვლელთა ხროვა. მათ მიერ სალინის ავტორიტეტის შესალახად პირონების კულტის ბოდვის გამო თბილისში აღშფოთებული ხალხის გამოსვლები სატანისტური დაუნდობლობით დახვრიტეს. რუსთაველის გამზირი ისე იყო გაჭედილი, ნემსი არ ჩავარდებოდა. ჩემს უფროს მეგობარ, სტალინგრადის ბრძოლების მონაწილე ბათუმელ მიხეილ ტონიასთან ერთად ვიდექი ღერძის ხაზთან. სროლა რომ ატყდა, მიხეილი აყვირდა: ნუ გეშინიათ, საბჭოთა არმია ხალხს არ ესვრისო. როცა ჩემს გვერდით ტყვიამ ერთი გოგონა და ორი ბიჭი მოცელა, საბჭოთა ადამიანობის სიყვარულით, სამშობლოს ერთგულების რწმენით საზარელ ბრძოლაგამოვლილი კაცი გადაირია.
ანტისტალინურმა რეპრესიებმა ქვეყანას ტალღასავით გადაუარა და არ შეწყვეტილა, სანამ საბჭოთა კავშირი და ღალატით დამბლადაცემული მისი კომუნისტური პარტია არ დაიშალა. ფაშიზმის განადგურების სიმბოლოს და ნეოფაშიზმის რისხვა სტალინგრადს სახელი შეუცვალეს. ყველანაირად ცდილობდნენ, ფაშიზმის განადგურებაში რუსეთისა და მთლიანად საბჭოთა კავშირის წვლილის დამცრობას.
დაიწყო ერთიანი სოციალისტური ბანაკის რღვევა. სტალინის ბუნებრივ სიკვდილზე დაეჭვებული ჩეხოსლოვაკიის კომუნისტთა ლიდერი - კლემენტ გოტვალდი მოსკოვიდან გაასვენეს. მას მიყვა პოლონეთის კომუნისტთა ლიდერი - ბოლესლავ ბერუტი. სოციალიზმის ერთგულ დემოკრატიული ქვეყნების ლიდერთა მოსკოვში ჩამოსვლა სახიფათო გახდა. ჩინეთის და ალბანეთის კომუნისტებმა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა სრულიად გაწყვიტეს.
გათავხედებულმა ბოროტმა მოღალატე მანიაკმა - ხრუშჩოვმა ახლა ნოვოჩერკასკის მუშათა საპროტესტო გამოსვლა დახვრიტა. მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს ავტორიტეტი კატასტროფულად ეცემოდა. რუსეთისა და რუსი ხალხის სიყვარულს სატანის ლეკვთა სარეველასავით მომრავლებით რუსოფობია ენაცვლებოდა. შეირყა მთავრობისა და კომუნისტური პარტიისადმი რწმენა. კორუფცია, მექრთამეობა, მოხვეჭის გაუმაძღრობა, სახალხო საკუთრების ძარცვა პანდემიასავით მოედო ქვეყანას.
ხრუშჩოვს კი ქართველების სიძულვილი არ ასვენებდა. ყოველი არყით გალეშვისას ქართველების გასახლებით იმუქრებოდა. ხრუშჩოვთან მორიგი კამათის შემდეგ მისი კაბინეტიდან გამოსულმა ერის საამაყო მამულიშვილმა, ვასილ მჟავანაძემ, წამოიწყო საკითხი ხრუშჩოვის გადაყენების შესახებ, რომელმაც აღვრიახსნილი თავქარიანობით საფუძვლიანად შეარყია საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ავტორიტეტი. ბოლოს ყოფილი მისი ერთგული პოლიტბიუროს წევრები შეითქვენ და ეს უმეცრება გადააყენეს მაღალი პოსტიდან, რომელმაც ასე აურია ისედაც განგებისგან ბატების სამწყემსავად ნაბოძები გონება.
ეს ჭირი მოიცილეს, მაგრამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. პარტიის ახალი გენერალური მდივანი მის ტიტანრ შრომაზე შეთხზულ ზღაპრებს მოფერებით განებივრებული კატის სიამოვნებით ისმენდა. ქვეყანა დაღუპვისაკენ მიექანებოდა, ის კი საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავებს იკიდებდა, როცა ომის დროს ერთიც არ მიუღია. ხუთგზის გმირი გახდა და ბოლოს გამარჯვების იშვიათი ძვირფასი ორდენიც დაიკიდა. შინაგან საქმეთა მინისტრად თავისი ერთგული მილიციონერი - შჩოლოკოვი დანიშნა. იდგა ჟამი მლიქვნელობის, მაამებლობის, მექრთამეობის, მომხვეჭელობის. ქვეყნის მაცოცხლებელ ძარღვზე მაწოვრად მოჭიდებულ სატანის ლეკვების აღზევების. ასე, შჩოლოკოვის მოქრთამვით საქართველოს თავკაცად გაძვრა სატანის ეზოს მოძღვარი - ედუარდ შევარდნაძე. ვაი, შენს საქართველოს!
პოლიტბიუროში შეგროვილ ბერიას მკვლელობის მონაწილე დამნაშავეებს ქართველების აუგად ხსენება ახარებდათ და შევარდნაძემაც დაიწყო მათი ამბიციების მოქონვა: საქართველოში კადრები გაიხრწნაო, ვინც სჭირდებოდა, ავანტიურისტი და თაღლითები, მოიწვია. ქართველები ზარმაცები და „სპეკულიანტები“ არიანო, რუსეთის ბაზრებში ქართველების დევნა დაიწყო; ქართველები მოსკოველ ჩინოვნიკებს ქრთამავენო და ზედმეტ ფონდებს ითვისებენო. მექრთამეობის, მიწერის, ყოველგვარი სიყალბის წინააღმდეგ მებრძოლის ნიღბიანმა მიზანთროპმა ისეთი ბოროტების კარუსელი დაატრიალა, რომ ყველა ჯურის თაღლითი და გაიძვერა გააოცა, ამგვარად, შრომის გმირის ვარსკვლავიც მოინადირა.
და აი, ჩამოჰკრა საბჭოთა კავშირის ხალხების გაუბედურების დასკვნითმა აკორდმა, ხელისუფლების სათავეში გაძვრა ქვეყნის მოღალატე, ლორწოიანი პარაზიტი, მოტვლეპილ თავზე სატანის ბეჭდის ნაკვალევი ტყლაპივით რომ მიკრობოდა. სულიერად ღატაკი, უსირცხვილო ცრუპენტელა, უცხოეთის მოფერებაზე გარყვნილი მოღალატე ყველა თავისთან შემოიკრიბა. შევარდნაძეც ამგვარი დამსახურებით საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად მოკალათდა. ეს არსება თავის ერს არ ინდობდა, რა სიკეთეს დააყრიდა საბჭოთა კავშირს?!
შევარდნაძის შემდეგ საქართველოს თავკაცმა - ჯუმბერ პატიაშვილმა თვალთმაქცობისა და თაღლითობის გზა მიატოვა და ქვეყნისათვის სასიკეთო მოღვაწეობას შეუდგა, რისთვისაც მოსკოვიდან ღვარძლისა და სამსალის სიმწარე არ აკლდა.
სიტუაცია კი სწრაფად იცვლებოდა. გორბაჩოვის ბანდის ღალატით სწრაფად აირია ისედაც გაუკუღმართებული ცხოვრება. თბილისში ხალხის გამოსვლები არ წყდებოდა. ცხრა აპრილს მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს; იყო მსხვერპლიც. პოლიტბიუროდან შევარდნაძის ხელში იყო ჯარიც და სამართალიც. ახლა დარბევის განმკარგულებლის პასუხისგების საკიტხი რომ დადგა, იმ მგელივით თავის მართლებას შეუდგა, ბატკანი რომ უმღვრევდა წყალს. სიცრუედაბრალებული პატიაშვილი გადადგა, მაგრამ მისი კრავივით შეჭმა ვეღარ მოასწრო, საბჭოთა კავშირი დაიშალა. უმუშევრად დარჩენილ შევარდნაძეს სატანის მზერა საქართველოსკენ ეჭირა.
საბჭოთა კავშირში კი საზარელი ძარცვა-რბევა და დატაცებამძვინვარებდა. ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ამგამხეცებულთა აღვირაწყვეტილობაში ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას შეარჩენდნენ. მთავარმა მტაცებელმაც მიანიშნა, რომ ის მდინარის საწინააღმდეგოდ მიცურავდა. სოკოსავით მომრავლებულ, პარტიებად წოდებულ, ევრო-ამერიკულ ლაქიათა ღრიანცელი არ წყდებოდა. რა უნდოდათ, რაში ემდუროდნენ გამსახურდიას მთავრობას, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა? ეს ვითომ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლები „საქართველო, საქართველოსათვის“ ღრიალით სპობდნენ საქართველოს.
ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა გამსახურდიამ ისეთი რა დააშავა, რომ ერთი წელი ნორმალური მუშაობა არ აცალეს, იარაღის ძალით დაამხეს და დიდი ზეიმით ჩამოიყვანეს შევარდნაძე. ახლა ამერიკელ აგენტებს რომ ეთათბირებოდა, ქუჩებში ხალხის დემონსტრაციებს ტყვიით უმასპინძლებოდნენ.
რა სხვაობაა, გამსახურდია მოკლეს თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს? უსაზღვროდ კეთილშობილი, კაცთმოყვარე, ქართული ენისა და ლიტერატურის ბრწყინვალე მცოდნე და მოამაგეს, თემურ ქორიძეს, ადრე სასიკვდილოდ ნაცემს, მოსაკლავად დასდევდნენ და ამ კეთილშობილებას სიცოცხლე მოუსწრაფეს.
საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ახლა სჭირდებოდა ქვეყანას ერის მოამაგე თავკაცი. ამან კი სწორედ ნგრევის ეპიცენტრში შეიყვანა. გამსახურდიას დროს ყველაფერი დაცული და გაფრთხილებული რომ იყო, ამან მოაოხრა. დაიწყო სოფლის მეურნეობის ქონების დატაცება-განიავება. მიწების უცხოელ და შინაურ ბელტიყლაპიებზე მიყიდვა; პირწმინდად გაანადგურეს მრეწველობა; სქართველოს ბანანის რესპბლიკათა შორის ადგილი უმზადდებოდა. ახლა აფხაზეთში სამარცხვინო ომი წამოიწყო. დაიწყო აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობის, ქართველების დევნა. ქართველთა კეთილშობილებით იქ ჩასახლებული სომხები ბაგრამიანის სახელობის ბატალიონით ბერიას სამშობლოში ქართველებზე ნადირობდნენ. შევარდნაძის მეორედ აღზევება ქართველ ხალხს მეორედ მოსვლად ექცა. გამსახურდიას სიძულვილით საზარლად ააოხრა სამეგრელო. ხალხის აღშფოთებამ კიტიკულ ზღვარს გადააბიჯა; სოფლის მაოხარმა გზირმა თავისი საქმე გააკეთა. წავიდა, მაგრამ მის მიერ მოწვეული ევროატლანტიკური ძაღლიშვილი, ვარდების რევოლუციად მონათლულ ავანტიურით, მესამე პრეზიდენტად გასაღებული ქართველთა უბედურება სააკაშვილი დაეპატრონა ხელისუფლებას.
როცა კაცს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ერთგულება და სიყვარული არ გააჩნია, ვერავის შეიყვარებს და ვერც უერთგულებს. ამგვარი სულიერად ღატაკი, ზნეობრივად მდაბალი, აღვირახსნილად გარყვნილი, სამშობლოს გამყიდველი, სინდისგარეცხილ კაცთმოძულეთა ხროვა ნაციონალური მოძრაობის სახელით მათ მიერ ქვეყნისათვის მიყენებული ჭრილობების მოშუშების საშუალებას დღესაც არ იძლევა.
როცა ხალხის მოთმინების ფიალა გადაივსება, ევრო-ამერიკელები თავიანთ ძაღლიშვილებს გამოღეჭილ რეზინასავით აფურთხებენ. არც ერთ ძაღლიშვილს ხალხის ღალატი არ შერჩენია, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს მათი პარპაში.
ამერიკის მეზობელმა, პატარა ნიკარაგუელმა ხალხმა დაამხო ამერიკელთა ძაღლიშვილი სომოსა, მფარველებმა აღარ მიიღეს და პარაგვაის დიქტატორს, სტრესნერს შეაფარა თავი, რომელიც შემდგომში ბრაზილიაში გადაიხვეწა და გარდაცვლილის პარაგვაიში გადმოსვენების უფლება ხალხმა არ მისცა. სომოსა კი ასუნსენის ცენტრში ჩაცხრილეს. ასევე გზაზე მოკლეს დომინიკის ყოფილი დიქტატორი, ტრუხილიო. ეგვიპტელი ძაღლიშვილი ანვარ სადათი სამხედრო პარადის დროს ტრიბუნაზე დაცხრილეს. კუბიდან გადახვეწილმა ბატისტამ ესპანეთში დალია სული. არგენტინელი დიქტატორი, ხორხე ვიდელა, სამარცხვინო ომის დაწყების, საზარელი რეპრესიებისა და საიდუმლოდ დახოცილი ოპონენტების ჩაბეტონების გამო მუდმივ პატიმრობაში ჰყავთ.
ამერიკელები როგორი კეთილი ანგელოზები არიან, მათს სისხლიან ნაფეხურებზე ამოიკითხავთ. აბორიგენი ინდიელი ტომები დედაბუდიანად მხეცურად ამოწყვიტეს. ვიეტნამელ მშვიდობიან მოსახლეობას ნაპალმით მასიურად სპობდნენ. სერბებს თავზე ბომბებს აყრიდნენ. ერაყში, სირიასა და ლიბიაში უბედურების ქარბუქი დაატრიალეს. თითქმის უკვე დამარცხებული იაპონიის ორი ქალაქი ატომური დაბომბვით ამობუგეს. ახლა უკრაინელები შეუყვარდათ?!
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკა, მასზე ერთგული მყეფარივით გამობმული ნატოთი, მსოფლიოს ხალხებს დაუსჯელად ატერორებდა. ასე მოუსპეს ლიბიელებს სოციალური კეთილდღეობა და უფრო უკეთესი მომავალი ჯოჯოხეთად უქციეს. გამართლდა საზარლად მოკლული კადაფის სიტყვები: მე ვერ მომსპობთ, რადგან ყველა ლიბიელის გულში ვცოცხლობო.
ერაყში ფაშისტური მეთოდებით, მოგონილი ბრალდებებით შეიჭრნენ, ერაყელ ხალხს და კაცობრიობის სათავეებიდან მომავალ მატერიალურ მემკვიდრეობას საზარელი რბევა და ნგრევა დაატეხეს თავს. სადამ ჰუსეინისათვის მარიონეტ მოსამართლეს ჩამოხრჩობა მიასჯევინეს. რვა წლის შემდეგ ეს მოსამართლე - რაუფ რაშიდ ახმედ რახმანი ერაყელმა პატრიოტებმა ჩამოახრჩეს. სერბეთის პრეზიდენტი - სლობოდან მილოშევიჩი თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის რომ იბრძოდა, საკანში მკვდარი ნახეს. რუსეთის ისტორიული მეგობარი - სერბეთი კი დაჩეხეს და დააქუცმაცეს.
სერბეთიდან დაიწყეს და ახლა უკრაინაში ბანდერელი ნეოფაშისტების აღზევებით რუსეთს უტევენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთში მომძლავრებული რუსოფობია, რუსეთში განებივრებულ მომხვეჭელ, მღრღნელ და დამტაცებელ მოღალატე ძაღლიშვილებთან ერთად სხეულზე დასეული პარაზიტებივით უძღებად კბენენ რუსი ხალხის კეთილდღეობას. რუსეთი მაინც მტკიცედ დგას ფეხზე, სოდომისტ ლიბერასტთა ბინძურ ლაშქრობას პუტინის ხელმძღვანელობით კედელივით გადაეღობა და ახლა თავისი სხეულის ნაწილი უკრაინიდან კაცობრიობას იცავს გარყვნილთა ძალადობისგან. ჭეშმარიტ რუსულ პატრიოტიზმს კი სტალინის ნათელი ხსოვნა გამარჯვების რწმენით კვებავს.
რუსული იარაღის დიდების, ფაშიზმზე გამარჯვებისა და ნეოფაშიზმის რისხვის სიმბოლოდ მბრწყინავი სტალინგრადის სახელის დღემდე არ აღდგენა კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსი ხალხის მოღალატეთა მიერ დათხეული შხამის წუმპე ჯერ კიდევ მთლად არ ამომშრალა.
საქართველოში კი დასავლეთის ლიბერასტ სოდომისტთა თავხედური მფარველობის წყალობით ნაციონალ ძაღლიშვილთა ხროვის პარპაში გრძელდება. რუსეთის მიმართ სანქციების მოთხოვნა იმას ჰგავს, რკინიგზის რელსებზე ჯდომით რუსეთის დაქცევის საბაბით საქართველო რომ დააქციეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - ლავროვის ქართველი ერისა და მისი მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ გულთბილი ნათქვამი ნათლად წარმოგვიდგენს რუსეთის ხელისუფლების აზრს ქართველი ერისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ.
საქართველოს ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ევრო-ამერიკელი მბრძანებლების სასტიკი განაწყენებისა, ქართველი ერის გადარჩენის გზა აირჩიეს. ახლა საჭირო და აუცილებელია რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა, რაც მათ ქართველი ერის საამაყო მამულიშვილობისაკენ მიმავალ ისტორიულ გზას გაუხსნის.
ევრო-ამერიკელ მფარველთა მიერ გაწრთვნილი, საქართველოს უბედურებად მოვლენილი მესამე პრეზიდენტად შეთხზული ვაგლახი სააკაშვილის გათავხედებული ნებივრობის და მათ მიერ საღეჭი რეზინასავით ნახმარი ძაღლიშვილისადმი საერთაშორისო კანონებისა და ზნეობრივი ნორმების არაფრად ჩამგდები მხარდაჭერით ქართველი ერის აბუჩად აგდებას შეეშვან. არგენტინის პრეზიდენტ ვიდელას სააკაშვილის მიერ ჩადენილის ნახევარი რომ ჩაედინა, სამუდამო პატიმრობას კი არა, ჩამოხრჩობას მიუსჯიდნენ. ევრო-ამერიკელო ბატონებო, ძალიან ნუ გააჭენებთ, მცირე, მაგრამ ამაყი ქართველი ერის მოთმინეის ფიალის გავსებას ნუ ეხუმრებით, თორემ ნიკარაგუაზე უარეს დღეს დააყრიან თქვენს ძაღლისშვილებს. გირჩევნიათ, ბანდერელ ძაღლისშვილს - თქვენ ლაქია ზელენსკის მიხედოთ, უკრაინელი ხალხის გაუბედურებით მოხვეჭილი მილიარდები გამოფხიზლებულმა უკრაინელებმა ოხრად არ დაურჩინონ.
უამრავ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლებში სისხლით მორწყული წარსულით საამაყო რაინდული ტრადიციებით, კულტურით, ენით და ლიტერატურით გაბრწყინებული საქართველო ბილწი სოდომიზმით ამყრალებული ევროპელობისა და საერთაშორისო ჟანდარმად გაბერილ ნატო-ზე მაღლა დგას!
ევრო-ამერიკელ სოდომისტებს შეუძლიათ, იამაყონ ინკვიზიციით, ინდულგენციებით თაღლითური ვაჭრობით, ჯვაროსნული ლაშქრობით, პირველი და მეორე მსოფლიო ომების გაჩაღებითა და მესამე მსოფლიო ომის დაწყების მცდელობით. თავიანთი ლაყე რეკომენდაციებით კი საქართველოში მეხუთე კოლონად ჩათესილი, ქართველი ერის უბედურებად აღმოცენებული ძაღლისშვილი ნაციონალები გააკვირვონ. კაცობრიობის სპეტაკ სულიერებაზე ბილწი სოდომისტური ლაშქრობის შედეგებზე კი ჯოჯოხეთში სატანას მოახსენონ.
დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი
მწერალი - გივი სომხიშვილი
4 თებერვალი 2023 წელი.