უცხოეთი
უკრაინის ელჩი - დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის 321 ტანკის მიწოდებაზე დათანხმდნენ

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უკრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება, - ამის შესახებ საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა.

„დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე“, - განაცხადა მან.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, მიწოდების დრო თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება.

„ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები აგვარებენ ლოგისტიკის საკითხებს ან ელოდებიან სხვა მოდელების მიღებას“, - განაცხადა დიპლომატმა.

interpressnews.ge