უცხოეთი
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. 23 ნოემბერს ბრიუსელში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს ნატო-ში არ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, 2022 წლის 22 ნოემბერს იენს სტოლტენბერგი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მაშინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა არარატ მირზოიანი და ასევე, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი.

1tv.ge