საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი კლაუს შვაბს ჩემი თბილი მიღებისთვის

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. მადლობას ვუხდი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარე პროფესორ კლაუს შვაბს შვეიცარიაში გამართული ამ ყოველწლიური ფორუმის 2023 წლის ღონისძიებაზე ჩემი თბილი მიღებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ტვიტერზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ფორუმის მონაწილეებთან და პარტნიორებთან ფორუმის ფარგლებში საინტერესო დისკუსიები შედგება.

მადლობას ვუხდი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარე პროფესორ კლაუს შვაბს შვეიცარიაში გამართული ამ ყოველწლიური ფორუმის 2023 წლის ღონისძიებაზე ჩემი თბილი მიღებისთვის. მოუთმენლად ველი საინტერესო დისკუსიებს ფორუმის მონაწილეებთან და საერთო ინტერესების სფეროში ჩვენს პარტნიორებთან ახალი ინიციატივების წამოწყებას“, - აღნიშნავს პრემიერი.