უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე - დინამიკა პოზიტიურია, ყველაფერი გეგმის ფარგლებში ვითარდება

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დინამიკა პოზიტიურია.

კრემლის ლიდერი იმედოვნებს, რომ მისი სამხედროები მეტ გამარჯვებას მოიპოვებენ მას შემდეგ, რაც რუსეთმა კონტროლი დაამყარა უკრაინულ ქალაქ სოლედარზე.

„დინამიკა პოზიტიურია. ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. იმედი მაქვს, ჩვენი მებრძოლები კიდევ უფრო გაგვახარებენ მათი ბრძოლის შედეგებით", - აღნიშნა პუტინმა.

interpressnews.ge