უცხოეთი
“ერევნის განცხადება, რომ რუსული ბაზა მათ საფრთხეს უქმნით – აბსურდია” – ზახაროვა

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აბსურდად შეაფასეს სომხეთის პრემიერის განცხადება, რომ გიუმრიში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზა რესპუბლიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუს სამხედროებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სომხეთის უსაფრთხოებაში.

“ერევანში გაკეთებული განცხადება, რომ “რუსეთის ყოფნა გარკვეულ საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას” – არის აბსურდული. ათწლეულების მანძილზე ჩვენს სამხედროებს, მესაზღვრეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მისი საზღვრების დაცვაში. ეს ობიექტური რეალობაა, რომლის უარყოფა შეუძლებელია“, – თქვა ზახაროვამ.

მისი აზრით, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა სომხეთის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ადრე სომხეთის ხელმძღვანელობა რუსეთის ყოფნას დადებითად აფასებდა.

ასევე მან რუსული ბაზის გაყვანის მოწოდების ავტორებს ავანტიურისტები უწოდა. დიპლომატის თქმით, მათ ვერ ათვითცნობიერებენ რა შედეგები მოჰყვება ასეთ ნაბიჯს.

ნიკოლ ფაშინიანმა შესაბამისი შინაარსის განცხადება 10 იანვარს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, “ბოლო დროს აზერბაიჯანი, დასავლეთის ქვეყნებთან კონტაქტების დროს, სომხეთის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხსნის იმით, რომ თითქოს ერევანი მოსკოვთან ერთად ერთობლივ აგრესიას გეგმავენ მის წინააღმდეგ, რის გამოც, მათი თქმით, აზერბაიჯანული მხარე პრევენციულ ზომებს მიმართავს.

სომხური მხარე კი ამ გარემოებაზე რუსი კოლეგების ყურადღებას ამახვილებს და აცხადებს, რომ რუსეთის დუმილის პირობებში საინტერესო სიტუაცია იქმნება – სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნა არა მხოლოდ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, არამედ პირიქით, საფრთხეს უქმნის რესპუბლიკას“.

kvira.ge