საზოგადოება
ცხინვალიდან სამკურნალოდ 3 პაციენტი გადმოიყვანეს

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლობამ საქართველოში „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ მათი შუამავლობით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 3 პაციენტი გადმოიყვანეს.

ცხინვალში მოქმედი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, 10 იანვარს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრისას, დედა და ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომლებიც სხვადასხვა მძიმე ხარისხის დამწვრობით ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი – სამკურნალოდ „რესპუბლიკის ფარგლებს მიღმა“ გაიყვანეს.

„რესისვე“ ცნობით, ხანძრის ადგილას ერთი გარდაცვლილის გვამიც იპოვეს, კიდევ ერთი სავარაუდო დაშავებულის ძებნა კი – ამ დრომდე გრძელდება.