უცხოეთი
ევროკავშირი და ნატო თანამშრომლობას გააფართოებენ, შესაბამის დოკუმენტს მხარეები ბრიუსელში გააფორმებენ

 საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირი და ნატო თანამშრომლობას გააფართოებენ, შესაბამის დოკუმენტს მხარეები ბრიუსელში 10 იანვარს გააფორმებენ.

„რადგანაც უსაფრთხოების წინაშე არსებული ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით, სულ უფრო მასშტაბური ხდება, ჩვენ პარტნიორობას ახალ დონეზე ავიყვანთ“, – ეს ციტატა იმ დოკუმენტში იქნება ჩაწერილი, რომელსაც ხელს მოაწერენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, კოსმოსის ათვისებაში, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასა და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციების დაძლევაში.

ამას გარდა, დოკუმენტში იქნება მოწოდებები, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომი უკრაინაში.

1tv.ge