საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2011 წლის 20 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა დააჯილდოვა ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე ჟურნალისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს სახალხო დამცველისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ – გამართულ კონკურსში.
საუკეთესო სტატია – ლანა ბერიძე – გაზეთი „რეზონანსი“); ბავშვთა უფლებები (საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი – ეკა სოსელია (ტელეკომპანია „იმედი“) და ეკატერინე ქადაგიშვილი (ტელეკომპანია „რუსთავი 2“); საუკეთესო სტატია – მარიკა ქოჩიაშვილი – ჟურნალი „ლიბერალი“).
კონკურსის მიზანი იყო ქართულ მედიასა და საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის, სახალხო დამცველის მანდატისა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შეგახსენებთ, კონკურსში მონაწილეობდნენ 2011 წლის 15 თებერვლიდან 2011 წლის 15 მაისამდე გამოქვეყნებული ან ეთერში გასული მასალების ავტორები.