პუბლიკაციები
რადას გვერდიდან სტეპან ბანდერას დაბადების დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია წაიშალა

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. პოლონეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ რადას გვერდიდან სტეპან ბანდერას დაბადების დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია წაიშალა. ამის შესახებ მედია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

პოლონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, უკრაინამ ვარშავის ხმა შეისმინა და ბანდერას დაბადებიდან 114 წლისთავის შესახებ განცხადება წაშალა.

მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ სტეპან ბანდერას, უკრაინელი ნაციონალისტების იდეოლოგის, რომელმაც ვოლინში ათიათასობით პოლონელი მოკლა, განდიდება მიუღებელია პოლონეთის სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არკადიუშ მულარჩიკმა.

მულარჩიკის თქმით, უკრაინელებმა უნდა იცოდნენ, რომ იმას, რასაც ახლა პოლონეთის მთავრობა და პოლონელები აკეთებენ, გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინისთვის.

2 იანვარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურ გვერდებზე სტეპან ბანდერას „განდიდების“ საკითხს განიხილავს.