რელიგია
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. 2022 წლის 25 დეკემბერი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ისტორიული თარიღია. 1977 წლის 23 დეკემბერს, მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სიონის ტაძარში გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩიეს, 25 დეკემბერს კი ილია მეორის ინტრონიზაცია შედგა (იხ. ვიდეო აქ). სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა.