სამართალი
ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი: მიხეილ სააკაშვილს აქვს დემენცია და პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, შესაბამისად, სიმულაციის ან გაყალბების საფუძველი არ არსებობს

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ დევიდ გოლდსმიტი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

ამერიკელი ექსპერტის თქმით, ანგარიშების გათვალისწინებით, სიმულაციის საფუძველი არ არსებობს.

„აგვისტოში ძალიან დიდხანს ვესაუბრებოდი ხოლმე დილით და საღამოთი. ვესაუბრე დედამისსა და ბიძამისს, წავიკითხე სხვა სამედიცინო ექსპერტების ანგარიშები და ყველა მათგანმა ერთი და იგივე რამ აღმოაჩინა - დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. სიმულაციის ან გაყალბების არანაირი საფუძველი”, - დასძინა მან.

ექსპერტმა ასევე უპასუხა კითხვას საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობებზე. მისი თქმით, არ შეიძლება სააკაშვილი ციხეში იჯდეს.

ძალიან ნათელია, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შემთხვევაში იგი ციხეში ამ დაავადების გამომწვევი ტრავმების უშუალო ზემოქმედების ქვეშ ყოველდღე ექცევა, ამიტომ ამ საკითხის მოსაგვარებლად იგი არ შეიძლება ციხის კამერაში იჯდეს.

რაც შეეხება დემენციას, რომელიც ამ ტოქსიკური ნივთიერებების გავლენას უკავშირდება, ამის მკურნალობა მოითხოვს სათანადო ადგილს, საუნივერსიტეტო გარემოცვას, რომელიც მხოლოდ აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაში არსებობს და რომელსაც აქვს შესაბამისი ექსპერტული ცოდნა ჩაატაროს ასეთი იშვიათი ფორმის დემენციის სრული შეფასება და მკურნალობა”, - განაცხადა გოლდსმიტმა.